შაბათი, 04.05.2024, 12:41
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » შეხვედრები

„ქმარი მუდმივად უკმაყოფილოა თქვენით: „ცუდი ცოლი ხართ, ცუდი დიასახლისი, ვის გავხართ..." თუ თქვენთვის ძვირფასია თქვენი ოჯახი, აუცილებლად მოუხმეთ მოთმინებას. ამისთვის შეიძლება დაგჭირდეთ რამდენიმე დღე, კვირა. მაგრამ ქმარი აუცილებლად შეამჩნევს თქვენს მცდელობას,ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ მას წაუყენოთ საკუთარი პრეტენზიები. კრიტიკისა და საყვედურის გარეშე მოუსმინეთ ერთმანეთს. ინფორმაციების მშვიდობიანად გაცვლა დაგეხმარებათ უკეთ გაუგოთ ახლობელ ადამიანს, და ეს ყველაფერი მოგანიჭებთ თვითდაჯერებულობას, დარწმუნდებით საკუთარ შესაძლებლობებში."

ასეთ რჩევებს აძლევს ფონდი „სოხუმის" ფსიქოლოგი იგპ ქალებს, რომლებიც ოჯახურ პრობლემებს აწყდებიან.

 ოქტომბერში, ქუთაისში რვა ჯგუფური და შვიდი ინდივიდუალური შეხვედრა გაიმართა აფხაზეთიდან დევნილ ქალებთან. სულ 61-ა ქალმა გაიარა ფსიქორეაბილიტაცია.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1072 | დაამატა: admin | თარიღი: 19.10.2010

იმ ახალგაზრდების ჯანმრთელობის პრობლემის გადაწყვეტა, რომლებიც რეპროდუქციული ასაკში იმყოფებიან, ჯანსაღი თაობის გაჩენის შესაძლებლობას იძლევა.

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში შეკრებილ ქალებს სპეციალისტი მუდმივად ახსენებს და უხსნის, რომ წელიწადში ერთხელ ყველა ქალი აუცილებლად უნდა გადიოდეს პროფილაქტიკურ შემოწმებას. სასურველია, რეგულარულად ჩააბაროთ ანალიზები, რომელიც იძლევა საშუალებას, დროულად ავიცილოთ სხვადასხვა სახის ინფექციური დაავადებები.

 ოქტომბერში მსგავსი შეხვედრები გაიმართა ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. უნდა აღინიშნოს, რომ რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემაზე ქალებს ნაკლებად აქვთ ინფორმაციები. ამიტომ მსგავს შეხვედრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 

 შეხვედრებზე განიხილება აგრეთვე ისეთი საკითხები, როგორიცაა: მკერდის, საშვილოსნოს ყელის ავთისებიანი სიმსივნეები, ფიბრომა, მიომა და სხვა სახის ქალური დაავადებები.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 970 | დაამატა: admin | თარიღი: 19.10.2010

 

27-დან 1 ოქტომბრამდე თურქეთში, ქალაქ სტამბულში, KVINA TILL KVINA-ს მხარდაჭერით გაიმართა ქსელური შეხვედრა  „საზღვრებსშორისი დიალოგი". მასში მონაწილეობდნენ სამხრეთ კავკასიის ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

ფონდი „სოხუმიდან" ალლა გამახარია - თავმჯდომარე, მერი გელაშვილი - თანათავმჯდომარე, ხათუნა გოგუა - პროექტის ასისტენტი.

ქსელურ შეხვედრაში პირველად მონაწილეობდნენ რუსეთის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაცია - „კავშირი დონის ქალები".

ხუთდღიანი ტრენინგი საინტერესო თემატიკით იყო დატვირთული: ნაციონალიზმი მშვიდობისა და დემოკრატიის განხრით. ქალი და ძალადობა, საფრთხე და უსაფრთხოება,

ტრენინგზე მოწვეული იყო  „შაოსანი ქალების "  წარმომადგენელი ალექსანდრა კოვაჩევი, რომელმაც ამ ორგანიზაციის საქმიანობაზე, გამოცდილებაზე საინტერესო ლექცია ჩაატარა.  

- რა საფრთხეს გრძნობენ ქალები, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვაზე მუშაობენ - KVINA TILL KVINA -ს წარმომადგენელი ევა ზილენი ჯგუფური მუშაობით შეეცადა ამ საკითხებზე პასუხების მიღებას.

 ტრენინგს ფასილიტატორობას უწევდა ლიზ ფილიპსონი (ლონდონის პოლიტიკისა და ეკონომიკურ მეცნიერებათა სკოლა).

ტრენინგის პროგრამა სამუშაო ვიზიტსაც ითვალისწინებდა. ტრენინგის მონაწილეები ეწვივნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ხრანტ დინკის ფონდს". ვიზიტისას  გაირკვა, რომ ხრანკ დინკი, რომლის სახელსაც ორგანიზაცია ატარებს, იყო ჟურნალისტი, რომელიც უმცირესობების უფლებებზე მუშაობდა. ეს ფონდი სწორედ მისი სიკვდილის შემდეგ შეიქმნა და მუშაობს მშვიდობისა და  დემოკრატიისათვის. 

 ტრენინგის დასასრულს, მონაწილეებმა სამომავლო გეგმები შეიმუშავეს.

 
პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით.
კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1071 | დაამატა: moderatori | თარიღი: 01.10.2010

- 68 მონაწილე, რვა ჯგუფური და ხუთი ინდივიდუალური შეხვედრა - ამ მონაცემებით დაამთავრა ფონდი „სოხუმის" ფსიქოლოგმა სექტემბერის თვეში მუშაობა. ფსიქოლოგს მთელი თვის განმავლობა უწევს სხვადასხვა სახის კონსულტაციების გაცემა. ქალები უკვე აღარ ერიდებიან ოჯახურ წვრილმანებზე საუბარს:

„დილით, ჩემი ქმარი იწყებს წინდების ძებნას. ხმამაღლა ყვირილს - არასოდეს არ დევს ჩემი ნივთები იმ ადგილას, სადაც დავდევი. - ეს ყველაფერი დილიდანვე ცუდ ხასიათზე მაყენებს. საღამოს, როცა ის სამსახურიდან ბრუნდება მე ვუწყებ ყვირილს, ასე  გრძელდება დაუსრულებრივ."- მსგავს ისტორიებზე ფსიქოლოგს ყოველთვის აქვს კომენტარები, რომელსაც ქალები ისმენენ, ინიშნავენ, რათა მომავალში თავიდან აიცილონ კონფლიქტური სიტუაციები ოჯახში.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1166 | დაამატა: admin | თარიღი: 28.09.2010

წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა გაერთიანებული შეხვედრა, მასში მონაწილეობა მიიღეს  ახალგაზრდა გოგონებმა სენაკიდან, ხონიდან, ქუთაისიდან.

შეხვედრამ თემაზე სექსუალური აღზრდა სანტერესოდ ჩაიარა, გოგონებმა გახსნილად ისაუბრეს იმაზე, რომ საქართველოში სექსუალური აღზრდის საკითხი ტაბუირებულია და მოზარდებს ამ კუთხით  მცირე ინფორმაცია აქვთ.

გოგონების აზრით, განათლება სქესობრივ აღზრდაზე  მოზარდებმა  სკოლიდან, მაღალი კლასებიდან უნდა მიიღონ, რადგან ეს დაეხმარება მათ თავიდან აიცილონ სხვადასხვა სახის ინფექციური დაავადებები.

გოგონებმა აღნიშნული შეხვედრა დადებითად შეაფასეს:

- საშუალება მოგვეცა ამ თემაზე საკუთარი აზრი გამოგვეთქვა

- მართალია ამ საკითხებზე არავინ საუბრობს, მაგრამ ეს თემა მაინც აქტუალურია, კარგია, რომ ბევრი საჭირო ინფორმაცია მოვისმინეთ.

სექტემრის თვეში აღნიშნულ თემაზე კიდევ სამი შეხვედრა გაიმართა ქუთაისის,სენაკის ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

 

 პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 984 | დაამატა: admin | თარიღი: 23.09.2010

სექტემბრის თვეში რეპროდუციული ჯანმრთელობის საკითხებზე ჩატარდა შეხვედრები ქუთაისის (22.09.10), წყალტუბოს (07.09.10), ხონის (30.09.10), სენაკის (10.09.10), ხურჩას (08.09.10) და ფოთის (08.09.10) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
 მასში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები.
 შეხვედრის თემა იყო: ვირუსული და ინფექციური დაავადებები, საშვილოსნოს კიბო, სარძევე ჯირკვლის თვითგასინჯვა და სხვა.
 აქტუალურია თითოეული საკითხი, რომელიც შეხვედრებზე განიხილება. თითოეულ ქალბატონს გულდასმით უსმენს ექიმი-რეპროდუქტოლოგი და შეკითხვებს ამომწურავ პასუხებს სცემს... 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1083 | დაამატა: admin | თარიღი: 22.09.2010

საინტერესო არაფორმალური შეხვედრა შედგა 15 სექტემბერს გორში- გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან დევნილთა, ადამიანთა უფლებების საკითხებში ბატონ ვალტერ კელინთან და საქართველოში UNCHR- ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან პიტერ ნიკოლაუსთან. შეხვედრა შედგა არასამთავრობო ორგანიზაცია იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობის" თაოსნობით მათივე გორის ფილიალის ოფისში, მულტიკულტურული დიალოგისა და თანამშრომლობის კომისიის მუშაობის ფარგლებში.

შეხვედრის მონაწილეები იყვნენ ამ კომისიის მუდმივი წევრები იძულებით გადაადგილებულ პირთა თემის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დევნილები, რომლებიც არიან განთავსებული კომპაქტური ჩასახლების ობიექტში „ავტოკემპინგი".

 შეხვედრაში მონაწილეობდნენ ფონდი „სოხუმისა" და მეწარმე ქალთა ფონდის წარმომადგენლები(მერი გელაშვილი და ნატო ნაჭყებია).

შეხვედრის მთავარი თემა იყო იგპ-თა შესახებ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის მიმდინარეობა და პერსპექტივები. შემუშავებული იყო რამდენიმე საინტერესო წინადადება, რომელიც განსჯის საკითხი იქნება სახელმწიფო დონეზე შეხვედრის დროს.
 

                                                 პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1054 | დაამატა: admin | თარიღი: 15.09.2010

« 1 2 ... 59 60 61 62 63 ... 66 67 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0