ხუთშაბათი, 25.04.2024, 10:00
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » შეხვედრები

 აგვისტოს თაკარა სიცეების მიუხედავად რეპროდუქციული ჯამრთელობის თემაზე შეხვედრებს ქალთა რაოდენობა არ აკლდება...

 აქტუალურია თითოეული საკითხი რომელიც იხილება შეხვედრებზე, თითოეულ ქალბატონს გულდასმით უსმენს ექიმი-რეპროდუქტოლოგი და შეკითხვებს ამომწურავ პასუხებს სცემს...

 შეხვედრები ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში  ქუთაისში (31.08.10), ფოთში (04.08.10), წყალტუბოში (25.08.10), ხონში (26.08.10), სენაკში (09.08.10) და ზუგდიდის რ-ნ სოფელ ხურჩაში (23.08.10) ჩატარდა.

 "თქვენი შეხვედრები ჩვენთვის ძალიან საჭიროა, აქ ვღებულობთ უამრავ სასარგებლო ინფორმაციას, გვაქვს საშუალება სპეციალისტს შევეკითხოთ, მოვუყვეთ ჩვენს ჯამრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ქალთა მხარდაჭერის ცენტრი ჩვენთვის ერთადერთი ადგილია სადაც ამის საშაულება გვეძლევა.... ”
 

   პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1114 | დაამატა: moderatori | თარიღი: 31.08.2010

გრძელდება მონიტორინგები იმ კოლექტიურ ცენტრებში, რომლებსაც უკვე ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები. აგვისტოში, ყოფილ სამთოტექნიკურ კოლეჯში და ყოფილ სამხედრო ლიცეუმში ჩატარდა მონიტორინგი, რომლის შედეგად გაირკვა, რომ შენობები შიგნით და გარედან კარგად არის გარემონტებული. დევნილები კმაყოფილებას გამოთქვამენ, თუმცა აქვთ გარკვეული პრეტენზიებიც, რაც ძირითადად უკავშირდება უხარისხო სანტექნიკის მასალებს.

ოჯახების უმეტესობა ფართებით დაკმაყოფილებულია, მაგრამ არის ცალკეული შემთხვევები, როცა არ გაითვალისწინეს გენდერული ასპექტები ფართების განაწილებისას.

მოსახლეობა პრეტენზიებს გამოთქვამს აგრეთვე იმის გამო, რომ არა აქვთ ბუნებრივი გაზი, ნაგავსაყრელი.

 პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია "შერიგების რესურსების” (დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1083 | დაამატა: admin | თარიღი: 30.08.2010

ფსიქოლოგთან შეხვედრის დროს იგპ ქალები მუდმივად საუბრობენ თავიანთ ცუდ განწყობაზე, დანაკარგებზე, მწუხარებაზე, უკმაყოფილებაზე. ფსიქოლოგის აზრით ისინი  ორმაგად ვნებენ საკუთარ ჯანმრთელობას.

„მოდით, ვკითხოთ საკუთარ თავს, რატომ უნდა ვიდარდოთ ცუდის გამო. თქვენ გაქვთ ჭკუა და სული, გამოიყენთ ისინი დანიშნულებისამებრ. სულისთვის დატოვეთ სიხარული, პრობლემებზე კი ჭკუამ იზრუნოს. იდარდოთ მხოლოდ ცუდზე, ეს მარტო რაღაცის  კონსტანტაცია არ არის, ნეგატიური დატვირთვაა, არ ღირს ამის გაკეთება. ცუდის დავიწყება ყოველთვის რთულია. გულთან ახლოს მიიტანეთ არა ცუდი, არამედ ნათელი. დაიმახსოვრეთ, - ვისაც შეუძლია კმაყოფილება, ის ყოველთვის კმაყოფილია".

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში  ჩატარდა 6 ჯგუფური და ოთხი ინდივიდუალური შეხვედრები. მონაწილეობა მიღო 76-მა იგპ ქალმა.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1063 | დაამატა: admin | თარიღი: 26.08.2010

ფსიქოლოგის არც ერთ შეხვედრას არ ჩაუვლია, შიდაოჯახურ კონფლიქტებზე, კამათსა თუ დაძაბულ ურთიერთობებზე რომ არ იყოს საუბარი.

ივლისში ფონდი „სოხუმის" ფსიქოლოგმა 10 ჯგუფური და 11 ინდივიდუალური შეხვედრა ჩაატარა ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში, სადაც 59  ქალმა მიიღო მონაწილეობა.

საოჯახო კრიზისი მაშინ ჩნდება, როცა:

- ფიქრობ, რომ არასწორი არჩევანი გააკეთე,

- თქვენი ურთიერთობები არ ჰგავს ადრინდელს,

- არ გინდა იბრძოლო ძველი თბილი ოჯახური ურთიერთობებისათვის,

- ჩხუბი და კონფლიქტები უმიზეზოდაც ხდება,

-არ არის ახლობელი ადამიანის გახარების სურვილი,

-  არ გაკმაყოფილებს ურთიერთობები.

მთავარი მიზეზი ის არის, რომ არ გინდა პასუხისმგებლობის აღება შენი როლისათვის, როგორც „ქმარმა" ან „ცოლმა". აუცილებელია გაიგონო და უსმინო შენს მეორე ნახევარს, იპოვო ოქროს შუალედი და ორივეზე გაანაწილო პასუხისმგებლობა.

 
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.
კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1160 | დაამატა: moderatori | თარიღი: 25.07.2010

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ხონში, წყალტუბოში, ფოთში, ქუთაისში და სენაკში მორიგი შეხვედრები  შედგა რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემაზე -

პირადი ჰიგიენა, სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეები, კლიმაქტერული პერიოდი, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები, აბორტი და მასთან დაკავშირებული  შემდგომი პრობლემები, ჰორმონალური დარღვევები.  მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია დასავლეთ საქართველოს  სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე სარძევე ჯირკვლის უფასო გამოკვლევების  და მიმდინარე პაპილომავირუსის ვაქცინაციის შესახებ.

შეხვედრებს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები, ადგილობრივი, დევნილი  ქალბატონები და გოგონები ესწრებოდნენ.

შეხვედრები გამოირჩეოდა მონაწილეთა დიდი ინტერესით, რაც იმას მიგვანიშნებს, რომ აღნიშნული თემატიკა აქტუალურია.

  

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1079 | დაამატა: moderatori | თარიღი: 22.07.2010

20 ივლისს, ქუთაისში, ფონდი "სოხუმის" ოფისში ჩატარდა იმერეთის რეგიონის მე-4 ქსელური შეხვედრა SIDA - ს (შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) მიერ დაფინანსებული პროექტის "გრძელვადიანი გადაწყვეტილებები - გამოსავალი საქართველოში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის” ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ლტოლვილთა დანიის საბჭო - იმერეთში მოქმედ პარტნიორებთან ერთად (ფონდი "სოხუმი" და "მომავლის განვითარების სახლი").

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს  იძულებით გადაადგილებულმა პირებმა იმერეთის რეგიონის (ქუთაისი, ხონი და წყალტუბო) 21 კოლექტიური ცენტრიდან, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იმერეთის სამმართველოს უფროსმა დავით აფციაურმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იმერეთში ზაზა ჩაჩავამ, სამსახურის უფროსმა ბესიკ ჭანტურიამ, ხონის მუნიციპალიტეტის სამსახურის უფროსმა  ფრიდონ ჩიხლაძემ და არასამთავრობო ორგანიზაცია "მომავლის განვითარების სახლის" ხელმძღვანელმა ავთანდილ კოხრეიძემ.

პროექტით გათვალისწინებული საკითხების განხილვა ორ საათზე მეტხანს მიმდინარეობდა.

შეხვედრის ოფიციალური ნაწილის დამთავრების შემდეგ  დავით აფციაურმა უპასუხა დევნილების მიერ დასმულ შეკითხებს.

 

პროექტი ხორცილდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA)- და დანიის ლტოლვილთა საბჭოს(DRC) მხარდაჭერით
კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1181 | დაამატა: moderatori | თარიღი: 20.07.2010

ფსიქოლოგთან შეხვედრის დროს ხშირად წამოიჭრება ხოლმე ბავშვთა არასწორი აღზრდის საკითხი.

„ბავშვი დივანზე ხტუნავს, ეცემა და რაიმეს იტკენს. დედა კარნახობს: „ოჰ, რა ცუდი დივანი ხარ! რატომ ატკინე ჩვენს ლევანიკოს! ამისათვის მიგტყეპავთ!"  და ბავშვიც ხალისით აკეთებს ამას.

აწი ეცოდინება, რა უნდა უქნას იმას, ვინც აწყენინებს. სცემს.

ბავშვი მშობლებისაგან სწავლობს ბევრ რამეს, ღებულობს ინსტრუქციებს, აკრძალვებსა თუ ნებართვებს, შემდგომში კი იქმნება მისი ცხოვრების სცენარი.

ივნისში ქალაქ ქუთაისის სხვადასხვა კოლექტიურ ცენტრში  6 ჯგუფური და 7 ინდივიდუალური შეხვედრა გამართა ფონდი „სოხუმის" ფსიქოლოგმა 57 დევნილ ქალთან.
 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1103 | დაამატა: moderatori | თარიღი: 28.06.2010

« 1 2 ... 60 61 62 63 64 ... 66 67 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0