სამშაბათი, 03.12.2024, 23:28
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » შეხვედრები

გრძელდება საინფორმაციო შეხვედრები პროექტის „იძულებით გადაადგილებულ ქალთა ინფორმირება და გააქტიურება პოლიტიკურ პროცესებში" ფარგლებში, რომელიც  მიზნად ისახავს დევნილი ქალებისათვის ინფორმაციის მიწოდებას და საარჩევნო კანონმდებლობაში გარკვევას.

ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში სამი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.  მონაწილეობდნენ დევნილი ქალები, უფროსკლასელი გოგონები, რომლებიც პირველად მონაწილეობენ არჩევნებში. შეხვედრაზე კარგად გამოჩნდა, რომ მონაწილეებს არა აქვთ ინფორმაციები არჩევნებთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, არც კი იცნობენ საარჩევნო სიებს, არ იცნობენ ქალ კანდიდატებს და მათ საარჩევნო პროგრამებს.

მონაწილეებმა ინტერესით მოისმინეს საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული  ცვლილებები. სურვილი გამოთქვეს, ანალოგიური საინფორმაციო  შეხვედრები სხვა კოლექტიურ ცენტრებშიც ჩატარდეს, რათა დევნილი მოსახლება კარგად იცნობდეს საარჩევნო კანონმდებლობას, ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურას, ფუნქციებსა და დანიშნულებებს. 

 

პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია "შერიგების რესურსების” (დიდი ბრიტანეთი)(CR) მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1162 | დაამატა: admin | თარიღი: 10.05.2010

ფონდი „სოხუმი"  საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „შერიგების რესურსების " მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „იძულებით გადაადგილებულ ქალთა ინფორმირება და გააქტიურება პოლიტიკურ პროცესებში".  შეხვედრების მიზანია საქართველოში და მთელს მსოფლიოში გენდერული თვალსაზრისით არსებული სიტუაციის გაცნობა, საარჩევნო კანონდებლობაში და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე იგპ ქალთა ინფორმირულობის გაზრდა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 18 საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში, ხონსა და წყალტუბოში.

შეხვედრები შვიდ მაისს ქუთაისში დაიწყო. დევნილთა მე-5 სკოლაში  ორი შეხვედრა მოეწყო პედაგოგებთან და სკოლის მოსწავლეებთან. მონაწილებმა მიიღეს ინფორმაციები საარჩევნო კანონმდებლობაზე. ადგილობრივი თვითმმართველობის როლზე და ფუნქციებზე. დისკუსიების დროს გამოიკვეთა რატომ არის აუცილებელი ქალთა რიცხვის გაზრდა პოლიტიკაში, ადგილობრივ თვითმმართველობაში.

ანალოგიური შეხვედრები ჩატარდა 11-13 მაისს ქუთაისის სხვადასხვა კოლექტიურ ცენტრებში ჩასახლებულ დევნილებთან.

შეხვედრის მონაწილეებმა დააფიქსირეს, რომ ინფორმაციული თვალსაზრისით  ეს შეხვედრები მათთვის სტიმულის მიმცემი იქნება, აქტიურად ჩაერთონ არჩევნებში და მხარი დაუჭირონ ქალ კანდიდატებს.

პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია "შერიგების რესურსების” (დიდი ბრიტანეთი) (CR) მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1100 | დაამატა: admin | თარიღი: 07.05.2010

 

აპრილში იმერეთსა და სამეგრელოს რეგიონში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებთან 12 ჯგუფური და 17 ინდივიდუალური შეხვედრა ჩატარდა. მასში სულ 107 -მა ქალმა მიიღო მონაწილეობა.

დევნილი ქალების უმრავლესობას აწუხებს უმუშევრობა, ფულის უკმარისობა.

„მე ვიზრდებოდი ოჯახში, სადაც არასოდეს გვყოფნიდა ფული, მამაჩემი და დედაჩემი თავიანთი ხედვებით პრინციპულად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. ბავშვობიდანვე ვგრძნობდი ფულის მაგიურ ძალას. ის ახლაც არ მყოფნის, როცა უკვე საკუთარი ოჯახი მაქვს. მტკივნეულად განვიცდი ამგვარ მდგომარეობას."

ფსიქოლოგის კომენტარებიდან: ადამიანში ფულისადმი დამოკიდებულება სხვადასხვა ფაქტორების ხელშეწყობით ყალიბდება, ბევრი რამეა დამოკიდებული ბავშობისდროინდელ  შთაბეჭდილებებზე.

დემოკრატიულ ოჯახებში, სადაც ფინანსური საკითხები ერთობლივად წყდება, ოჯახის ამ სტილს ბავშვი თავადაც იღებს. ხოლო თუ ოჯახის პოლიტიკას ძალით გახვევენ, მაშინ შეიძლება გაგიჩნდეს პროტესტი ოჯახური ტრადიციების მიმართ.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1163 | დაამატა: admin | თარიღი: 30.04.2010

აპირილის თვეში რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე ჩატარდა შეხვედრები ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

შეხვედრებში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები - ქალები და გოგონები.

შეხვედრის თემა იყო - კლიმაქტერიული პერიოდი, ფეხმძიმობისას საკუთარი თავის მოვლა, ვირუსული და ინფექციური დაავადებები, პირადი ჰიგიენა და სხვა.

 „არც თუ ისე ხშირია ასეთი შეხვედრები რეგიონებში. ყოველ შეხვედრას მოუთმენლად ველოდებით. გვიხარია ის, რომ საშუალება გვაქვს გავესაუბროთ სპეციალისტს, ვკითხოთ, მოვუყვთ ჩვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და მივიღოთ გარკვეული რჩევა-დარიგება."- ასე შეაფასა ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნული შეხვედრა.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1187 | დაამატა: admin | თარიღი: 29.04.2010

დევნილი მოსახლეობის შესაძლებლობის გაზრდა განსახლების პროგრამის დროს წარმოშობილი პრობლემის გადაწყვეტის საქმეში - ამ საკითხების განხილვას მიეძღვნა ხონში, ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარებული  მე-3 ქსელური შეხვედრა. შეხვედრის მონაწილეები იყვნენ პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგებით მომზადებული აქტიური ჯგუფები  შვიდი კოლექტიური ცენტრიდან (ქუთაისი- პანსიონატი „წყლწითელა"; ხონის სამხედრო დასახლება, ვანი - ტურბაზა „არგო", კოტეჯები, პროფტექსასწავლებლის საერთო საცხოვრებელი, კურორტი ამაღლება, შუამთის პროფ-სასწავლებლის საერთო საცხოვრებელი).

შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ დონორი ორგანიზაციის, ადგილობრივი სამთავრობო სტრუქტურების, პარტნიორი ორგანიზაცია „მომავლის განვითარების სახლისა" და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები.

 შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაციები განსახლების საკითხებთან დაკავშირებით. მათ მიერ დასმული პრობლემების გარშემო მიიღეს შესაბამისი პასუხები და კონსულტაციები.

 

პროექტი ხორცილდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA)- და დანიის ლტოლვილთა საბჭოს(DRC) მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1148 | დაამატა: admin | თარიღი: 15.04.2010


მარტის თვეში ფონდი „სოხუმის" ფსიქოლოგის მიერ  ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, ფოთის, ოზურგეთის, კოპიტნარის სხვადასხვა კოლექტიურ ცენტრებში 14 ჯგუფური და 11 ინდივიდუალური შეხვედრა ჩატარდა.

თითოეული შეხვედრა ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა. მონაწილეები ცდილობდნენ ღიად ესაუბრათ ფსიქოლოგთან და მიეღოთ მისი რჩევები.

- როცა რაღაცა ძალიან გაწუხებთ, შეხედეთ სიტუაციას სხვა მხრიდან და თქვენ აუცილებლად დაინახავთ მასში კარგს, დადებითს - ეს ფსიქოლოგის რჩევაა.

შეხვედრის მონაწილე ქალები თვლიან , რომ შეხვედრის შემდეგ მათ სული უმსუბუქდებათ და პრობლემებს სხვა თვალით უყურებენ. მიღებული რჩევები ეხმარებათ გაიადვილონ ცხოვრება და მასში მხოლოდ კარგი იპოვონ.
 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 2160 | დაამატა: admin | თარიღი: 31.03.2010

- ეს შეხვედრები გვეხმარება გავიგოთ და შევისწავლოთ საკუთარი უფლებები. რადგან როგორც ქალს, ცხოვრებაში ბევრი წინააღმდეგობების გადალახვა მოგვიწევს საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად. ქალის უფლებები ირღვევა მაშინაც, როცა მას არჩევანის გაკეთების საშუალებას არ აძლევენ, - ასეთი იყო იმ გოგონების საერთო განწყობა, რომლებიც ფონდი „სოხუმის" მიერ მოწყობილ საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობდნენ.  მთელი თვის განმავლობაში მსგავსი შეხვედრები ჩატარდა ქუთაისის მე-5 სკოლაში, წყალტუბოში, სენაკში, ხონში.

 ახალგაზრდა გოგონები ამ შეხვედრებზე ეცნობიან ასევე საერთაშორისო დოკუმენტებს, რომლებიც ქალთა უფლებების დაცვას ემსახურება. რეზოლუცია 1325, პეკინის პლატფორმა და სხვა.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1316 | დაამატა: admin | თარიღი: 30.03.2010

« 1 2 ... 62 63 64 65 66 67 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0