|
ფონდი „სოხუმის" ფსიქოლოგმა ოთხი ჯგუფური და ხუთი ინდივიდუალური კონსულტაცია ჩაატარა ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. მონაწილეებმა ისაუბრეს ყოველდღიურ ურთიერთობებზე, ინტეგრაციაზე, განსახლების საკითხებზე.
შეხვედრებზე გამოყენებულ იქნა სხვადასხვა მეთოდები, გეშტალდი, მედიტაცია, არტ-ტერაპია, თეატრალური წარმოდგენა.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |
კატეგორია:
შეხვედრები
|
ნანახია:
1157
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
29.03.2010
|
|
მარტის თვეში საუბრები რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ჩატარდა. ქალებისათვის და ახალგაზრდა გოგონებისათვის საინტერესო იყო როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური შეხვედრები.
შეხვედრებზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა კლიმაქტერიული პერიოდი, კლიმაქსთან დაკავშირებული პრობლემები, ფეხმძიმობა, ორსულთა მოვლა, ჰიგიენა.
ჯგუფური შეხვედრების შემდეგ მონაწილეები გინეკოლოგისგან ინდივიდუალურ კონსულტაციებსაც იღებდნენ.
ახალგაზრდა ქალები კმაყოფილებას გამოთქვამენ, რადგან საშუალება აქვთ მიიღონ კონსულტაციები რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |
კატეგორია:
შეხვედრები
|
ნანახია:
1194
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
19.03.2010
|
|
17 მარტს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში "ფოკუს-ჯგუფის” ფორმატით გამართულმა შეხვედრამ ახალი საინტერესო მასალა მისცა ფონდი "სოხუმის” მიერ განხორციელებული კვლევის მონაწილეებს.
შეხვედრაზე საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებმა თავისი პოზიცია გამოხატეს იმ საკითხებთან დაკავშირებით, თუ რატომ არის საქართველოში ქალი პოლიტიკოსი უფრო ნაკლები, ვიდრე მამაკაცი პოლიტიკოსი, რატომ არ ჩანან ქალები საარჩევნო სიის თავში, რას შეცვლიდა პოლიტიკაში ქალთა მეტი ჩართულობა, საჭიროა თუ არა გარკვეული ღონისძიებების გატარება ქალთა მონაწილეობის გაზრდის ხელშესაწყობად.
"თვითონ ქალი უნდა გავააქტიუროთ, მისი მოტივაცია მოვახერხოთ, ლიდერული უნარ-ჩვევები განუვითაროთ”;
"გადაწყვეტილებებს, როგორც წესი, მამაკაცები ღებულობენ, ჩვენ მათ მითითებებს ვასრულებთ”, - ქალების ამ განმარტებაში აშკარად ჟღერს უკმაყოფილების ნოტები.
"ჩვენი აქტიურობა ხშირად კონტექსტიდან ამოვარდნილია. ხელშეწყობის, მხარდაჭერის დეფიციტს ნამდვილად ვგრძნობთ”;
"პოლიტიკოს ქალს დამაჯერებლობა აკლია”. "მაშინ როგორღა უგებს მაჟორიტარულ არჩევნებს მამაკაცებს?” - ეს უკვე დიამეტრალურად განსხვავებული პოზიციებია.
"მასმედია ქალი პოლიტიკოსების ჩვენებისასა შოუს ელემენტებს ეძებს”, - ეს შეხედულება ძალიან არ გაუპროტესტებიათ.
საერთო იყო პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ქალთა მეტი წარმომადგენლობა პოლიტიკაში აუცილებლად დაეტყობა სოციალურ პრიორიტეტებს, განათლებას, ჯანდაცვას, თუმცა სპეციალურ ღონისძიებებს მათი რაოდენობის გასაზრდელად უმეტესობა, მათ შორის ქალებიც, არასასურველად მიიჩნევს. მხოლოდ ერთეულები თვლიან, რომ "ეს დამატებითი სტიმული იქნება ქალებისათვის, კანონით გამყარებული მხარდაჭერა მეტ მოტივაციას მისცემთ”.
პროექტი ხორციელდება „საერთაშორისო განგაშის" (International Alert, დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით.
|
კატეგორია:
შეხვედრები
|
ნანახია:
1318
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
17.03.2010
|
|
თებერვლის თვეში პოლიტიკურ პარტიებთან ჩატარებული შეხვედრების მთავარ მიზანს წარმოადგენდა ამომრჩეველ ქალთა კლუბებთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმების დასახვა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიების მზადების შეფასება.
შეხვედრები ჩატარდა შემდეგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (ფოთი, ბათუმი), რესპუბლიკური პარტია (ფოთი), ახალი მემარჯვენეები (ბათუმი).
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის საქალაქო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა პოლიტიკაში პირდაპირ კავშირშია საზოგადოებრივ დაკვეთასთან. ვინაიდან ამომრჩეველთა 56% ქალები არიან, არსებობს უფრო მეტი შანსი პოლიტიკური პარტიების წინაშე ამ მოთხოვნის წარმოსაჩენად. ამისათვის საჭიროა ამომრჩეველი ქალების მობილიზება და მათთან მუშაობის გაძლიერება ერთი საერთო მიზნის მისაღწევად.
ახალი მემარჯვენეების ბათუმის საქალაქო ორგანიზაცია დიდ იმედებს ამყარებს მათი პარტიის წევრ ლიდერ ქალებზე, რომლებსაც გააჩნიათ წარმატებული პოლიტიკოსისთვის საჭირო ყველა თვისება: პროფესიონალიზმი, ავტორიტეტულობა, პასუხისმგებლობა და სხვა. ერთ-ერთი ასეთი ქალბატონი, სოფო კახაძე ხელმძღვანელობს ქალთა საბჭოს ამ პარტიაში. ახალ მემარჯვენეებიდან საარჩევნო კომისიების წევრების უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ.
რესპუბლიკურ პარტიის ფოთის საქალაქო ორგანიზაციის წევრთა სიაში დაახლოებით 40%-ს ქალები წარმოადგენენ. აცხადებენ, საარჩევნო სიების შედგენა ეფუძნება ლიბერალურ პრინციპებს, რაც გულისხმობს კანდიდატების თავისუფალ შერჩევას, ქალებს და მამაკაცებს უფლება აქვთ თანაბრად იყვნენ წარმოდგენილები საარჩევნო სიებში.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფოთის საქალაქო ორგანიზაციაში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი ქალები. შვიდმა მათგანმა წარმატებით გაიარეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირება. პარტიაში აცხადებენ, რომ ადგილობრივ დონეზე ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა ხელს შეუწყობს სოციალური სახის პრობლემებზე ყურადღების უფრო მეტ გამახვილებას. თუმცა ამისათვის საჭიროა მოტივირებული, კონკურენტუნარიანი და მიზანდასახული ქალი კანდიდატების წარმოდგენა საარჩევნო სიებში.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |
კატეგორია:
შეხვედრები
|
ნანახია:
1234
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
28.02.2010
|
|
რეზოლუცია 1325, 1820,პეკინის პლატფორმა - რამდენად იცნობენ ამ საერთაშორისო დოკუმენტებს ახალგაზრდა ქალები, რამდენად აუცილებელია მათი ცოდნა და როგორ მუშაობს ეს დოკუმენტები პრაქტიკულად - სწორედ ეს საკითხები განიხილეს თებერვლის თვეში ქუთაისში (22.02.10), ხონსა (24.02.10) და სენაკში (26.02.10) შეკრებილმა გოგონებმა.
ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ დოკუმენტების არსებობა არ არის ყველაზე მთავარი, -მნიშვნელოვანი მათი შესწავლა და ამუშავებაა.
21-ე საუკუნეში არ უნდა გვჭირდებოდეს ქალის უფლებებზე საუბარი, მაგრამ თუ დაგვჭირდა, ამ დოკუმენტების ცოდნა დაგვეხმარება საზოგადოებაში თანასწორობა დავამკვიდროთ, - დარიკო კვარაცხელია.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. . |
კატეგორია:
შეხვედრები
|
ნანახია:
1230
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
26.02.2010
|
|
თებერვალის თვეში ფონდი „სოხუმის" ფსიქოლოგმა 16 კოლექტიური შეხვედრა მოაწყო იმერეთის რეგიონის სხვადასხვა ქალაქებში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სამტრედია). ფსიქორეაბილიტაცია გაიარა 144 -მა ქალმა. მათ შორის ინდივიდუალურ შეხვედრაზე ფსიქოლოგს დახმარებისათვის მიმართა 18 ქალმა.
ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ ქალები ყველა რეგიონში ძირითადად განსახლების საკითხზე არიან ორიენტირებული. გარდა ამისა, ხშირად საუბრობენ ოჯახურ პრობლემებზე, რომ მცირე შემოსავალი ოჯახში ხშირად ხდება კონფლიქტის საფუძველი. არის შემთხვევები, როცა დედები დახმარებას ითხოვენ ფსიქოლოგისგან იმის გამო, რომ საკუთა შვილებს ვეღარ ცნობენ, ვერაფრით ხვდებიან, რატომ გახდნენ ისინი აგრესიულები.
- ბევრ სასიკეთო რჩევებს ვიღებთ, ბევრად უფრო დაწყნარებულები გამოვდივართ ამ შეხვედრიდან.
- ერთმანეთს ვეხმარებით, ერთმანეთის მხარდაჭერას ვგრძნობთ. ფსიქოლოგი სწორ მიმართულებას გვაძლევს, როგორ მივხედოთ საკუთარ პრობლემებს.
- ეს იმ ქალების შეხედულებებია, რომელიც ფსიქოლოგის შეხვედრებს ესწრებიან. ფსიქორეაბილიტაცია მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |
კატეგორია:
შეხვედრები
|
ნანახია:
1229
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
26.02.2010
|
|
„სამოქალაქო დიალოგის პროცესი ადამიანური უსაფრთხოების და საომარი მოქმედებების განუხლებლობის გარანტიებზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის კონტექსტში"- გრძელდება საინფორმაციო შეხსედრები ამ თემაზე საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან.
ბოლო სამი შეხვედრა მოეწყო საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის უნივერსიტეტში (ქუთაისში,19.02.10), ანასეულის სამეცნიერო კვლევით ცენტრში (ოზურგეთი,23.02.10), ზუგდიდის რაიონ სოფელ ხურჩაში (26.02.10).
მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას ქართველი და აფხაზი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევებზე „ომის განუახლებლობისა და უსაფრთხოების გარანტიებზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის კონტექსტში ".
შეხვედრების მონაწილეთა უმრავლესობა მიიჩნევს, ომის განუახლებლობაზე ხელისმოწერა უნდა არსებობდეს, მაგრამ ამავდროულად დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების გარანტიები.
პროექტი ხორციელდება „საერთაშორისო განგაშის" (International Alert, დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით. |
კატეგორია:
შეხვედრები
|
ნანახია:
1288
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
26.02.2010
| « 1 2 ... 63 64 65 66 67 » |