შაბათი, 04.05.2024, 14:11
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » შეხვედრები

ქუთაისში, საბავშვო ბაღ „აისში" მცხოვრებ დევნილებს ფსიქოლოგი ესტუმრა. შეკრებილმა ქალებმა მიიღეს ინფორმაცია 16-დღიანი კამპანიის შესახებ. რის შემდეგაც აქტიურად დაიწყო დისკუსია - რამდენად აქტუალურია ძალადობის პრობლემა ჩვენს საზოგადოებაში.

დევნილმა ქალებმა აღნიშნეს, რომ მათ ირგვლივ ძალიან ხშირია ალკოჰოლიზმით გამოწვეული ძალადობა.

ფსიქორეაბილიტაციის შემდეგ მონაწილეებს დაურიგდათ ძალადობის საწინააღმდეგო საინფორმაციო ფურცლები, პოსტერები.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1086 | დაამატა: admin | თარიღი: 26.11.2010

ამომრჩეველ ქალთა ლიგის წევრებმა ფონდი "სოხუმის” იურისტებთან ერთად კიდევ ერთხელ ისაუბრეს ქალთა პრობლემებზე რომელთა მოგვარებაც საჭიროებს გარკვეულ საკანონმდებლო ცვილებებს.

ფორუმზე მოწვეულმა დასავლეთ საქართველოს 8 ქალაქის წარმომადგენლებმა, უამრავ პრობლემათა შორის შეარჩიეს ორი - დეკრეტული შვებულების გაზრდა ერთ წლამდე და უფასო მშობიარობა. იურისტების რეკომენდაციით მათზე მუშაობა ყველაზე რეალური იქნება.

მონაწილეებმა ისაუბრეს დასმული პრობლემების გადაჭრის მნიშვნელობაზე და მოსალოდნელ შედეგებზე.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1046 | დაამატა: admin | თარიღი: 26.11.2010

„გმადლობთ ოთხწლიანი საინტერესო მუშაობისათვის. თქვენ ბევრ შთამბეჭდავ შედეგს მიაღწიეთ და მწამს, უფრო მეტი აქტიურობით გააგრძელებთ მუშაობას ქალთა მხარდაჭერისა და განვითარებისათვის"- ამ სიტყვებით დაემშვიდობა ფონდი „სოხუმის" თანამშრომლებს კვინას კოორდინატორი საქართველოში ანიკა კარლსონი.

ახალი წლიდან მას ახალი კოორდინატორი მარია ვირდე ჩაენაცვლება. ფონდში სტუმრობისას ის ინტერესით გაეცნო ორგანიზაციის საქმიანობას და კვინას მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების მიმდინარეობას.

დასასრულს, სტუმარმა ასეთი სიტყვებით მიმართა ფონდელებს: „მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით. მაქვს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი წარმატებული ორგანიზაცია ხართ. თქვენთან პირველმა ვიზიტმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მიხარია, რომ დღეიდან უფრო აქტიურად ვითანამშრომლებთ მშვიდობის მშენებლობისა და დემოკრატიის პროცესებში ქალთა აქტიურობის გასაზრდელად".

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 976 | დაამატა: admin | თარიღი: 19.11.2010

ფონდი „სოხუმი" მუშაობას იწყებს ახალ პროექტზე „იგპ ქალთა ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგში მათი ჩართვის გზით".

პროექტი ხორციელდება საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით. მისი მიზანია იგპ ქალთა მობილიზაცია და მათი ადგილობრივ თემში ინტეგრაცია  იმერეთის რეგიონში  ადგილობრივი ხელისუფლების  გენდერული პოლიტიკის მონიტორინგის გზით.

29 ოქტომბერს ფონდ „სოხუმში" ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ ლიდერი ქალები, აქტივისტები, პროექტში ჩართული პირები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლები.  

პრეზენტაციას დაესწრნენ სტუმრები ამერიკის სელჩოდან: კენტ ლოგსდონი (მისიის უფროსის მოადგილე), სინტია ვიტლსეი (საზოგადოებრივი საქმეების უფროსი), სოფი ბზიშვილი  (საზოგადოებრივი საქმეების განყოფილების წარმომადგენელი).

გამომსვლელებმა ისაუბრეს პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე, დაგეგმილ აქტივობებზე. რა წარმატებები შეიძლება მოიტანოს აღნიშნულმა პროექტმა და რამდენად შეუწყობს იგი ხელს   იგპ ქალთა მობილიზაციას და ადგილობრივ თემში ინტეგრაციას.

 

პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1091 | დაამატა: admin | თარიღი: 29.10.2010

ფონდი „სოხუმი" აგრძელებს დევნილთათვის გარემონტებული ბინების მონიტორინგს.

ოქტომბერში, ქუთაისში, ლეჟავას ქუჩა №13 -ში მდებარე(ყოფილი კომისარიატის შენობა) შენობის მონიტორინგი ჩატარდა. სახლის რეაბილიტაცია მოახდინა შპს „თეგეტა უნივერსალმა". სულ 10 ოჯახი ცხოვრობს. დევნილები საცხოვრებლით კმაყოფილები არიან. თავიდან იყო ხარვეზები, რომელიც შემდეგ სამშენებლო ფირმამ გამოასწორა. დღემდე პრობლემაა სარდაფი, სადაც წყალი გროვდება. რამდენჯერმე მოხდა მისი ამოტუმბვა, მაგრამ წყალი ისევ დგება.

მონიტორინგი ჩაუტარდა ნიკეას ქუჩა №19-ში მდებარე საბავშვო ბაღის შენობას. მოსახლეობა რემონტით კმაყოფილია, მაგრამ დიდი ნაწილი ფართის არასწორად განაწილების გამო გამოთქვამს პრეტენზიებს. 

ამავე თვეში მონიტორინგი ჩაუტარდა ჭონქაძის ქ.№52-ში  მდებარე „სათაფლიის" შენობას. შენობის სახურავზე არაა გაკეთებული წყლის სადინარები, რის გამოც წვიმის წყალი ოთახებში ჩაედინება.

რაც შეეხება შენობის შიდა სარემონტო სამუშაოებს, მოსახლეობა კმაყოფილია.

 

პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია "შერიგების რესურსების” (დიდი ბრიტანეთი) მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1080 | დაამატა: admin | თარიღი: 28.10.2010

არის კი საზოგადოება მზად იმისათვის, რომ წინ აღუდგეს ძალადობას. რამდენად არის ეს პრობლემა აქტუალური და რა უნდა გააკეთოს მსხვერპლმა პრობლემის თავიდან ასაცილებლად - ამ საკითხის გარშემო ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ცოცხალი დისკუსია გაიმართა.  

ერთ-ერთი მონაწილის, მაია აბშილავას აზრით:

„ქალთა მიმართ ძალადობა ჩვენს საზოგადოებაში ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, ყველა ქალის ცხოვრებაში დგება უმძიმესი დღეები, მაგრამ თუ შენ ინფორმირებული ხარ შენს უფლებებზე და გაქვს ბრძოლის ნიჭი, ყოველთვის შეძლებ ცხოვრება შეცვალო უკეთესობისკენ."

ოქტომბერში მსგავსი შეხვედრები ქუთაისში, ხონსა და წყალტუბოში მოეწყო.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1069 | დაამატა: admin | თარიღი: 28.10.2010

ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის, ხურჩას ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ფსიქოლოგის კონსულტაციები გაიარა 102-მა ქალმა. ერთ-ერთი მწვავე პრობლემა, რომელიც ძირითადად ამ ქალაქებში აწუხებს ქალებს, ეს არის რძალ-დედამთილის ურთიერთობა.

- მათ, ვისაც არა აქვთ საშუალება ცალკე იცხოვრონ, თავიდანვე სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ დედამთილთან დიპლომატიურ ურთიერთობაზე. არ დაგავიწყდეთ, სხვის მონასტერში საკუთარი წესდებით არ შედიან.

მნიშვნელოვანია დაიცვათ ფსიქოლოგიური დისტანცია. არ არის აუცილებელი ბოლომდე გადაუშალოთ დედამთილს სული, სიტყვა-სიტყვით იცოდეს ყველაფერი. შემდეგ მნიშვნელოვნად რთული იქნება შენიშვნებით  დაკოდილი გულის ნაწილების განმრთელება.

ერთად ცხოვრება გაცილებით ადვილი გახდება, თუ გაყოფთ საოჯახო საქმეებს. გაითავისეთ, რომ მას უყვარს შენიშვნების მიცემა.

თუ  გინდათ იაროთ სიმართლით, ნუ შეიჭრებით უცხო ტერიტორიაზე და ნუ გადააბარებთ ერთმანეთს საკუთარ საჭიროებებს. მერწმუნეთ, ცხოვრება გაცილებით უფრო ადვილი გახდება.

მთავარია, დაიმახსოვრეთ: რაც არ უნდა იყოს, თვენ ერთი ოჯახი ხართ, არის რამე ამაზე მნიშვნელოვანი?"- ასეთ რჩევებს იძლევა ფსიქოლოგი.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1197 | დაამატა: admin | თარიღი: 22.10.2010

« 1 2 ... 58 59 60 61 62 ... 66 67 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0