შაბათი, 18.05.2024, 09:36
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » შეხვედრები

ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის შესახებ ინფორმაციის გაცნობით დაიწყო საინფორმაციო შეხვედრა წყალტუბოში, სანატორიუმ „სამგურალში". რომელსაც 12 ქალი ესწრებოდა. მონაწილეები მიიჩნევენ, რომ დევნილთა უფლებები დარღვეულია, რადგან წძალტუბოში განსახლების საკითხი ძალიან გაჭიანურდა და გაურკვეველ მდგომარეობაში არიან.

ძალდობის თემის განხილვისაც მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ის საცხოვრებელი პირობები, რომელშიც მათ უწევთ ცხოვრება, ხშირად იწვევს კონფლიქტებს ოჯახში.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1069 | დაამატა: admin | თარიღი: 30.11.2010

ქუთაისში სასტუმრო „თბილისში" გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში.

შეხვედრას ესწრებოდა 19 ადამიანი.

იმავე დღეს შეხვედრა მოეწყო აფხაზეთის მე-6 სკოლაში. მონაწილეობდნენ ამავე სკოლის პედაგოგები, მე-12 კლასის მოსწავლეები.

მონაწილეებისთვის არ იყო ახალი აღნიშნული თემა. მათი აზრით, განსაკუთრებით ხშირია ოჯახური ძალადობის ფაქტები, რასაც საფუძვლად უდევს უმუშევრობა და ამ ნიადაგზე წარმოშობილი აგრესია.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 988 | დაამატა: admin | თარიღი: 30.11.2010

კამპანიის ფარგლებში ფონდის ფსიქოლოგი ქუთაისში - ნიკეას ქუჩაზე, კულინარიულ სასწავლებელში მცხოვრებ დევნილებს ესტუმრა.

ძალადობის თემა განსაკუთრებული ინტერესით მოისმინეს. მაცხოვრებელთა საერთო მოსაზრებით ისინი სოციალ-ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლნი არიან, რადგან ჯერჯერობით უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება.

შეხვედრის დასასრულს რამდენიმე მონაწილე ფსიქოლოგს ინდივიდუალურ შეხვედრაზეც შეუთანხმდა, რომელიც ფონდ „სოხუმში" გაგრძელდება.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1011 | დაამატა: admin | თარიღი: 30.11.2010

ქუთაისში, წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ლიდერი გოგონების მიერ ფონდი „სოხუმის" ახალგაზრდების მიერ გადაღებული ფილმის „ერთ მშვენიერ დღეს" ჩვენება- განხილვა მოეწყო. დასაწყისში წამყვანებმა ისაუბრეს ძალადობის  საერთაშორისო კამპანიაზე, რის შემდეგაც ფილმის ჩვენება მოეწყო. 

ფილმის მთავარ გმირს რთული სიტუაცია აქვს ოჯახში - მამა ლოთი ჰყავს. სწორედ ეს სტატუსი ხელს უშლის მას და ვერ ახერხერხებს თანატოლებთან ურთიერთობას. საბოლოოოდ გარიყული და მარტოსული რჩება.

განხილვისას აუდიტორიამ მიიჩნია, რომ ძალადობის პრობლემა შედარებით გაზვიადებულია, ფილმში ნაჩვენებია ფსიქოლოგიური ზეწოლა, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს ძალადობად.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1091 | დაამატა: admin | თარიღი: 29.11.2010

კამპანიის ფარგლებში ქუთაისის სოს- ბავშვთა სოფელს ფონდი „სოხუმის" ექსპერტ-იურისტთა ჯგუფი ესტუმრა.

 შეხვედრას ესწრებოდა 14 დედა-აღმზრდელი. საუბარი წარიმართა ოჯახური ძალადობის თემაზე: არიან თუ არა ისინი ინფორმირებულნი ამ საკითხებზე. რამდენად აქტუალურად მიიჩნევენ ოჯახური ძალადობის პრობლემას.

დაისვა შეკითხვები შეხვედრის მონაწილეთა მხრიდანაც, რასაც იურისტების კომპეტენტური პასუხები მოჰყვა.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 990 | დაამატა: moderatori | თარიღი: 29.11.2010

ფონდ „სოხუმში" ახალგაზრდა გოგონები შეიკრიბნენ. შეხვედრის თემა იყო: დევნილთა უფლებები. მონაწილეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა ინფორმაცია 16-დღიან კამპანიაზე , დაისვა არაერთი შეკითხვა კამპანიასთან დაკავშირებით.

 თემის განხილვისას აღინიშნა, რომ დევნილთა უფლებები ხშირად ირღვევა. გულისტკივილით ითქვა, რომ იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც ამჟამად გალში ცხოვრობენ, საერთოდ არ იციან საკუთარი უფლებები. დაიგეგმა, ინტერნეტით მეტი კონტაქტები ჰქონდეთ აფხაზეთში მცხოვრებ ახალგაზრდებთან, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობის გაღრმავებას.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 985 | დაამატა: moderatori | თარიღი: 29.11.2010

კამპანიის ფარგლებში ქუთაისში, სატრაქტორო ქარხნის ადმინისტრაციულ შენობაში ჩასახლებულ დევნილებთან ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა. მოისმინეს ინფორმაცია კამპანიასთან დაკავშირებით. გადაეცათ ბუკლეტები, ბროშურები, ფონდი „სოხუმის" ჟურნალები.

შეხვედრის მონაწილეთა აზრით, ქალთა მიმართ ძალადობა სერიოზული პრობლემაა და მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ მიეცათ საშუალება შეუერთდნენ მსოფლიო საინფორმაციო კამპანიას. 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1089 | დაამატა: admin | თარიღი: 26.11.2010

« 1 2 ... 57 58 59 60 61 ... 66 67 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0