შაბათი, 18.05.2024, 10:22
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » შეხვედრები

ფსიქოლოგმა ფონდი „სოხუმის" ქალთა მხარდაჭერის ცენტრში  ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები მოაწყო. ჯგუფურ შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს საკითხი - როგორ ვმართოთ საკუთარი ემოციები. ფსიქოლოგის რჩევები დაეხმარება მათ თავიდან აიცილონ ოჯახური კონფლიქტები.

მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაციები ძალადობის კამპანიასთან დაკავშირებით, დაურიგდათ ფონდის „მიერ" მომზადებული პოსტერები, კალენდრები.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1007 | დაამატა: admin | თარიღი: 03.12.2010

ფონდი „სოხუმის" მიერ სენაკის დევნილთა მე-4 საჯარო სკოლაში  სპექტაკლ - „გამზრდელის" ჩვენება მოეწყო, რომელიც ლიდერ გოგონათა სკოლის მოსწავლემ - მარი კვანჭიანმა მოამზადა. წარმოდგენას ამავე სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.

სპექტაკლმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. გამომსვლელები აღნიშნავდნენ, რომ წარმოდგენაში კარგად არის გამოხატული რას გრძნობს ძალადობის მსხვერპლი ნაზიბროლა.

საერთო მოსაზრებით, ძალადობა ნებისმიერი ფორმით ბოროტებაა და მიესალმებიან რომ  ამ ღონისძიებით მიეცათ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კამპანიაში.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1014 | დაამატა: admin | თარიღი: 03.12.2010

 

16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში  ფონდი „სოხუმის" ინიციატივით ფილმის - „გეიშას დღიურების" ჩვენება გაიმართა. ფილმი 2005 წელს არის გადაღებული. მასში მე-20 საუკუნის გეიშას ისტორიაა მოთხრობილი და ქალის პრობლემები სხვადასხვა კუთხით არის გაშუქებული.

ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1116 | დაამატა: admin | თარიღი: 03.12.2010

კამპანიის ფარგლებში მოეწყო შეხვედრები ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის თემაზე ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში (წყალტუბო (1.12.10), ქუთაისი (03.12.10), ხონი (2.12.10). შეხვედრის თემა იყო: სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, მკერდის სიმსივნეები და მასტოპატია.

შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებს დაურიგდათ სხვადასხვა საინფორმაციო მასალები, მიეწოდათ ინფორმაციები კამპანიის შესახებ.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1027 | დაამატა: moderatori | თარიღი: 03.12.2010

 

16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ლიდერმა გოგონებმა აქტიური საინფორმაციო შეხვედრები გამართეს ხონის საჯარო სკოლებში.

ისინი აწყობდნენ შეხვედრებს უფროსკლასელებთან და აწვდიდნენ მათ ინფორმაციებს ძალადობის კამპანიასთან დაკავშირებით. ინფორმაციებით პედაგოგებიც დაინტერესდნენ. მონაწილეთა გარკვეულ ნაწილს უკვე ჰქონდა ინფორმაცია აღნიშნულ კამპანიასთან დაკავშირებით, რადგან ფონდმა „სოხუმმა" 25  ნოემბერს ხონში(ისევე როგორც დასავლეთ საქართველოს სხვა ქალაქში) უკვე ჩაატარა მდუმარე აქცია  სლოგანით- „ბოლო მოვუღოთ ქალთა მიმართ ძალადობას!"

მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო ფურცლები, პოსტერები.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1003 | დაამატა: admin | თარიღი: 02.12.2010

ფონდი „სოხუმის" ფსიქოლოგი ქუთაისში, კოტეჯებში ჩასახლებულ დევნილებს ესტუმრა.

საუბარი დაიწყო ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან კამპანიაზე საუბრით. მონაწილეები გაეცნენ საინფორმაციო ფურცლებს. მიიღეს კალენდრები, პოსტერები.

მეორე ნაწილი საკუთარი პრობლემების განხილვას მიეძღვნა, დევნილები უმძიმეს სოციალურ პირობებში ცხოვრობენ, არა აქვთ სამუშაო. მიაჩნიათ, რომ აღნიშნული შეხვედრა მათთვის ერთგვარი ფსიქორეაბილიტაციაა.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1063 | დაამატა: admin | თარიღი: 01.12.2010

 

ფონდი „სოხუმის" ლიდერ გოგონათა სკოლის მოსწავლეებმა ფოთის სამ სხვადასხვა სკოლაში მოაწყვეს საინფორმაციო შეხვედრები. მონაწილეობდნენ პედაგოგები, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები. მონაწილეებს დაურიგდათ კამპანიის ამსახველი პოსტერები საინფორმაციო ფურცები, კალენდრები.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1009 | დაამატა: admin | თარიღი: 01.12.2010

« 1 2 ... 56 57 58 59 60 ... 66 67 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0