ხუთშაბათი, 12.03.2026, 21:13
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » შეხვედრები

კამპანიის ფარგლებში ლიდერ გოგონათა სკოლის მოსწავლეთა მიერ წყალტუბოში, 16 სხვადასხვა სანატორიუმში საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა. მონნაწილეებს მიეწოდათ ინფორმაციო მსოფლიო კამპანიასთან დაკავშირებით, დაურიგდათ საინფორმაციო ფურცლები, პოსტერები. მონაწილეთა დამოკიდებულება არაერთგვაროვანი იყო, ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არ არის მასშტაბური და არ ღირს განგაშის ატეხვა, უმრავლესობა თვლის, რომ ძალადობა ბოროტებაა და მის წინააღმდეგ მთელი მსოფლიო უნდა მუშაობდეს.  

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1077 | დაამატა: admin | თარიღი: 10.12.2010

ფონდის ფსიქოლოგი კამპანიის ფარგლებში ქუთაისში კოლექტიურ ცენტრცუგრუმელაში" მცხოვრებ დევნილებს ესტუმრა. ინფორმაცია 16-დღიან კამპანიაზე მათთვის არ იყო ახალი, ისინი რეგულარულად კითხულობენ ფონდისოხუმის" მიერ გამოცემულ ჟურნალებს. მონაწილეებმა ისაუბრეს ძალადობის ნეგატიურ შედეგებზე, აღინიშნა, რომ ყველამ უნდა აიმაღლოს ხმა ძალადობის წინააღმდეგ.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1108 | დაამატა: moderatori | თარიღი: 08.12.2010

 

16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ქუთაისში, მუსიკალურ-სკოლა ინტერნატში  მცხოვრებ დევნილებთან ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები. თვალსაჩინო ადგილას გაიკრა პოსტერები. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია, რომ ეს არის მსოფლიო საინფორმაციო კამპანია, რომელშიც 150-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული, მათ შორის საქართველო.

შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს დაურიგდათ ანკეტური გამოკითხვის ფურცლები, რომელიც ითვალისწინებს კვლევას - როგორია საზოგადოების დამოკიდებულება ძალადობის ფაქტებისადმი.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1082 | დაამატა: admin | თარიღი: 07.12.2010

ფონდი „სოხუმის" ინიციატივით მოსკოვის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ქუთაისის ფილიალში გაიმართა შეხვედრა სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებთან და ლექტორ -მასწავლებლებთან  თემაზე - ოჯახური ძალადობა.

 მონაწილეებმა მიღეს ინფორმაცია ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ მსოფლიო კამპანიაზე. დარიგდა ფონდი „სოხუმის" მიერ მომზადებული საინფორმაციო ფურცლები, პოსტერები. გაეწიათ იურიდიული კონსულტაცია აღნიშნული თემის ირგვლივ.   

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 960 | დაამატა: admin | თარიღი: 07.12.2010

ფონდისოხუმის" ფსიქოლოგი ქუთაისში  მუსიკალურ სკოლა-ინტერნატში ჩასახლებულ დევნილთა კოლექტიურ ცენტრს ესტუმრა. მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან კამპანიაზე. ისაუბრეს ძალადობის სახეებზე. მონაწილეთა აზრით, ბოლო წლებში ქალები უკეთ ერკვევიან საკუთარ უფლებებში, საზოგადოების დამოკიდებულებაც შეიცვალა, რაც იმის დასტურია, რომ ძალადობის საკითხებზე სულ უფრო ხშირად და ხმამაღლა ისმის საუბარი.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1031 | დაამატა: admin | თარიღი: 07.12.2010

ფონდისოხუმის" ფსიქოლოგი ქუთაისშინორჩ ნატურალისტთა" სახლში მცხოვრებ დევნილთა კოლექტიურ ცენტრს ესტუმრა. საუბარი 16-დღიან კამპანიაზე დაიწყო. რის შემდეგაც დევნილმა ქალებმა საკუთარ პრობლემებზე ისაუბრეს. სოციალური პრობლემები, უმუშევრობა- ეს მხოლოდ მცირედია იმ ჩამონათვალში რასაც დევნილები განიცდიან. მონაწილეებს დაურიგდათ პოსტერები, კალენდრები.

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1126 | დაამატა: moderatori | თარიღი: 06.12.2010

- რა არის ოჯახი? როგორი ურთიერთობაა თაობებს შორის? - მსგავსი შეკითხვები ისმოდა

ფონდ „სოხუმში" გამართულ სამნფორმაციო შეხვედრაზე, რომელსაც ახალგაზრდა გოგონები ესწრებოდნენ.

მონაწილეთა მოსაზრებით ტრადიცია და სტერეოტიპები ქართულ ოჯახებში იმდენად ძლიერია, რომ ახალ თაობას უჭირს დამოუკიდებლობის მოპოვება და  შვილები მშობლებზე არიან დამოკიდებულნი. რაც ხშირად ფსიქოლოგიური ძალადობის სახეს იძენს.  მონაწილეები ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალებად მშობლებთან ეფექტურ კომუნიკაციას მიიჩნევენ.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1105 | დაამატა: admin | თარიღი: 06.12.2010

« 1 2 ... 55 56 57 58 59 ... 66 67 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2026  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0