შაბათი, 14.03.2026, 01:02
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » შეხვედრები
 

ფონდ „სოხუმში" ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის მონიტორთა ჯგუფის საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო. პროექტიდან გამომდინარე მონაწილეები გაეცნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის მონიტორინგის ჩატარების პროგრამას გენდერული ასპექტების გათვალისწინებით.

 ფონდის თავმჯდომარემ ალლა გამახარიამ მონიტორებს გააცნო  ყველა ის ეტაპები, რომელიც აუცილებელია მონიტორინგის ჩატარებისათვის. ეს ეტაპები გულისხმობს კონკრეტული პროგრამული მასალების შეგროვებას სოციალურ, სამედიცინო და საგანმანათლებლო სფეროებში, შეხვედრებს ადგილობრივი  თვითმმართველობის ორგანოების მუშაობის შეფასების თვალსაზრისით, ფოკუს-ჯგუფების, საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას, მრგვალი მაგიდების დაგეგმვას საკრებულოს თავმჯდომარის, სამოქალაქო საზოგადოების, მასმედიის მონაწილეობით.

 

პროექტი ხორციელდება აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1029 | დაამატა: admin | თარიღი: 02.02.2011

იანვარში ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ქუთაისში, წყალტუბოში, ხონში,სენაკში და ფოთში გაიმართა შეხვედრები რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები დღემდე რჩება ქალთა სიკვდილიანობის მიზეზად. ყოველ შეხვედრაზე  ჩვენი სპეციალისტები  ახსენებენ ქალებს, რომ მუდმივად უნდა გაიარონ გინეკოლოგიური შემოწმებები.

მონაწილეთა აზრით, მსგავსი ტიპის შეხვედრები გოგონებთან და ქალებთან აუცილებელია  ქალური დაავადებების რისკის შესამცირებლად.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1163 | დაამატა: moderatori | თარიღი: 31.01.2011

ქუთაისის იგპ ქალთა ჯგუფი, პროექტიდან გამომდინარე, ქუთაისის საკრებულოს მუშაობას დაესწრო. დღის წესრიგის მიხედვით საკრებულოს სხდომაზე განიხილებოდა მოსახლეობის ელექტროენერგიით და წყლით მომარაგების საკითხი, გაზიფიცირება, ქალაქის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხი. მონიტორინგის ჯგუფმა აღნიშნა, რომ საკრებულოში მხოლოდ ერთი ქალია და წამყვან ძალას მამაკაცები წარმოადგენენ.

ხონის საკრებულოს სხდომას ესწრებოდნენ ხონის იგპ ქალთა ჯგუფის წარმომადგენლები. სხდომაზე განხილულ იქნა 11 საკითხი, რომელიც ეხებოდა მუნიციპალიტეტის  გამგეობის სხვადასხვა სამსახურების დებულებების დამტკიცებას. აღსანიშნავია, რომ ხონის საკრებულოში არც ერთი წევრი ქალბატონი არ არის.

იგპ ქალთა მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას. სხდომაზე უარყოფითად იქნა შეფასებული შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების სერვისცენტრის" მუშაობა, რომელმაც ვერ უზრუნველყო წყალტუბოს წყლით მომარაგების უზრუნველყოფა. განხილულ იქნა ასევე საკითხი გაუქმებული ბიბლიოთეკების შესახებ, აღინიშნა, რომ მოკლე ხანში მოხდება წიგნების გადანაწილება.  

 

პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით.

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1152 | დაამატა: moderatori | თარიღი: 31.01.2011

- რას ნიშნავს ფემინისტური მოძრაობა, სად შეიქმნა იგი და რას ითვალისწინებს. რა მექანიზმები მუშაობს ქალთა უფლებების დასაცავად საქართველოში - ამ და სხვა საკითხებზე გამართეს მსჯელობა ახალგაზრდა გოგონებმა ქუთაისის, ხონის, სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრებს ახალი წევრებიც შეურთდნენ.

- ყოველი შეხვედრიდან ბევრი საჭირო ინფორმაცია მიგვაქვს, აქ თავისუფლად შეიძლება გამოთქვა შენი აზრი, იმსჯელო, ჩაერთო, განიხილო. ამიტომაც ყოველ შეხვედრას დიდი ინტერესით ველით. გოგონებმა აუცილებლად უნდა ვიცოდეთ რა უფლებები აქვთ ქალებს და რა მექანიზმები მუშაობს მათ დასაცავად - აღნიშნეს შეხვედრის მონაწილეებმა.

  

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1146 | დაამატა: moderatori | თარიღი: 26.01.2011

„38 წლისა ვარ, მაგრამ ისე გამოვიყურები, ბევრად მეტი ვჩანვარ. ჩემი მუდმივი თანამგზავრია - მოწყენილობა და შეგრძნება იმისა, რომ ყველაფერი კარგი წარსულში დარჩა. ყველა დღე თითქმის ერთმანეთსა ჰგავს, ნათელი შთაბეჭდილებებისა და ემოციების გარეშე. ჩემი გარეგნობა უკვე აღარ მაღელვებს. მთავარი ჩემთვის ბავშვებია. ოჯახური ცხოვრება და შიში ჩემი შვილების მომავალზე. როგორ დადგებიან ისინი ფეხზე, როცა ირგვლივ ასეთი გაუცხოება და სიცივეა" - ფონდი „სოხუმის" ფსიქოლოგს ხშირად უწევს მსგავსი მონოლოგების მოსმენა.

ნებისმიერი კრიზისი ვერაგი და მრავალაწახნაგოვანია., მოდით გავიხსენოთ, რომ ერთ პრობლემას, ყოველთვის ორი მხარე აქვს. როცა თქვენ რაღაც გაწუხებთ, შეხედეთ სიტუაციას მეორე მხრიდან,  აუცილებლად აღმოაჩენთ რაიმე კარგსა და დადებითს. წლებთან ერთად მოდის გამოცდილება, თვითდაჯერებულობა, განა ეს არ არის ღირებული თვისებები ამ ცხოვრებაში.

იანვარში  ქუთაისში, სხვადასხვა კოლექტიურ  ცენტრებში მცხოვრებ იგპ ქალებთან ფსიქოლოგის შვიდი შეხვედრა მოეწყო,რომელსაც 59 ქალი დაესწრო.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1060 | დაამატა: admin | თარიღი: 31.12.2010

ფსიქოლოგმა ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, ხურჩას, ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში 6 ჯგუფური შეხვედრა მოაწყო. კონსულტაციებში მონაწილეობდა 71 იგპ - ქალები და ბავშვები.

ემოციური დატვირთვა, შიში, არასრულფასოვნების შეგრძნება - ნორმალური ადამიანური ცხოვრების ნაწილია. გამოკვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები უარყოფითი კომპლექსებით ხშირად თავად ხდებიან დაავადებულნი. ფსიქოლოგი სთავაზობს მათ გახსნან დღიური, გააკეთონ ჩანაწერები, რათა სული შეიმსუბუქონ.  როცა  ადამიანი ათავისუფლებს სულს, მაშინვე მშვიდდება. წნევა და პულსაცია უწყნარდება, კანი უფრო დუნდება და ელასტიური ხდება. დღიურის გახსნა აუმჯობესებს იმუნურ სისტემას. არ დაგავიწყდეთ, ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ლოზუნგი: „იყავით ცხოვრებით კმაყოფილი და დიდხანს იცოცხლებთ!"   

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1024 | დაამატა: admin | თარიღი: 30.12.2010

16-დღიანი კამპანიის ბოლო დღეს ფონდი „სოხუმის" ფსიქოლოგი ქუთაისში „წყალწითელას" დევნილთა კოლექტიურ ცენტრს ესტუმრა. შეკრებილებმა ისუბრეს ქალთა მიმართ ძალადობის ფორმებზე. მიიჩნევენ, რომ ქალი სოციალურად დაუცველია, რადგან არ არის სამუშაო,  ბაზრობებზე დგანან სიცივეში, სიცხეში, მუშაობენ სათბურებში, სეზონურად თხილის მოსაგროვებლად დადიან - ეს სამუშაოები  ქალისთვის ძალიან შრომატევადია და  ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლნი არიან.

მონაწილეებს დაურგდათ კამპანიის ამსახველი პოსტერები, კალენდრები.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 1132 | დაამატა: admin | თარიღი: 10.12.2010

« 1 2 ... 54 55 56 57 58 ... 66 67 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2026  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0