ხუთშაბათი, 28.11.2024, 12:30
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » შეხვედრები

 

02.07.14  - ქუთაისი. შეხვედრა ავტოქარხნის ჩასახლებაში გოგონების ინიციატივით ჩატარდა, ამიტომ ისინი აქტიურად ჩაერთნენ მუშაობაში. ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა: „საუბარი ძალადობის პრობლემაზე და დამცავ მექანიზმებზე ცვლის დამოკიდებულებას სამართალდამცავ ორგანოებთან. უფროსი თაობა წინააღმდეგია საკუთარი პრობლემის საჯარო განხილვის, დამნაშავის წინააღმდეგ საჩივრის დაწერის, მაგრამ ჩემი თაობა სხვაგვარად უყურებს ამ პრობლემას“. 

04.07.14 - წყალტუბო. შეხვედრა ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა. იყო საინტერესო დისკუსია, მონაწილეებმა გაიხსენეს ცხოვრებისეული მაგალითები. ითქვა, რომ ძალადობა ახალგაზრდებში გამოწვეულია ბევრი ფაქტორით: უმუშევრობა, სოციალური პრობლემები, დაძაბული პოლიტიკური ვითარება, გულგრილობა.

07.07.14 - ზუგდიდი. მესხიას სახელობის უნივერსიტეტში გამართული შეხვედრა აქტიური და საინტერესო იყო. ახალგაზრდებმა დააფიქსირეს, რომ დღევანდელ სიტუაციაში აქტუალურია  ახალგაზრდებთან საუბარი ძალადობის პრობლემაზე, დამცავ მექანიზმებზე, სწორი კომუნიკაციისა და კონფლიქტების მნიშვნელობაზე.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot r die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 862 | დაამატა: admin | თარიღი: 07.07.2014

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტისა და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი 112-ის  წარმომადგენლები შეხვდნენ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ქალთა უფლებებზე.

შეხვედრის მონაწილეებს შორის იყვნენ ფონდი „სოხუმის“ წევრები.

მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია სამართალდამცველთათვის ჩატარებული ტრენინგების შესახებ   და გააცნეს შემაკავებელ ოქმში შეტანილი ცვლილებები.

შეხვედრის ბოლოს კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ რჩება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად, რომლის ეფექტურად შესრულებისთვის სამოქალაქო სექტორის ადეკვატური მხარდაჭერა და ჩართულობა აუცილებელია.

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 714 | დაამატა: admin | თარიღი: 03.07.2014

ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში, ფოთში, სენაკსა და ხურჩაში მცხოვრებ დევნილებთან, ტრადიციისამებრ, ჩატარდა სამობილიზაციო შეხვედრები.

შეხვედრები შეესაბამებოდა ივნისის კალენდარს, ამიტომაც მისი თემები იყო:
-  ბავშვთა უფლებები (1ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე)

-  გენდერული სიტუაცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ამომრჩევლების აქტიურობა და კანდიდატ ქალთა მხარდაჭერა (15 ივნისი - არჩევნების დღე)

- დევნილთა სიტუაცია ქვეყანაში, განსახლების პრობლემები (20 ივნისი - დევნილთა საერთაშორისო დღე).  

ივნისის შეხვედრები გამოირჩეოდა დევნილთა მხრიდან დიდი ინტერესით და აქტიურობით.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 759 | დაამატა: admin | თარიღი: 30.06.2014

ბათუმის  გენდერული საკონსულტაციო საბჭოს რიგით მეექვსე სხდომა გაიმართა,

სხდომის დასაწყისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაჯამეს. ითქვა, რომ არჩევნების შედეგები გენდერული ბალანსის კუთხით არ არის სახარბიელო. წინასწარი მონაცემებით, საკრებულოში მხოლოდ ორი ქალი მოხვდება - კოალიცია „ქართული ოცნებიდან“. გაჟღერდა სასიხარულო ინფორმაციაც:  არჩევნებში გაიმარჯვა და საკრებულოს შემადგენლობაში შევა საბჭოს აქტიური წევრი ბატონი რამაზ სურმანიძე.

სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია ბიუჯეტის გენდერული ანალიზის მიმდინარეობაზე. კიდევ ერთხელ განისაზღვრა მიმართულებები, რომლებიც ადგილობრივი ბიუჯეტის სრულყოფილი გენდერული ანალიზის საშუალებას მოგვცემს. განხილულ იქნა ადვოკატირების ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ორი საკითხი.

საბჭოს სტუმრობდა ადგილობრივი სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენელი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა კერძო ბიზნესის ინიციატივას - ახალგაზრდების ანაზღაურებადი სტაჟირების პრაქტიკას, რითიც ხაზი გაესვა, რომ ახალგაზრდების მხარდაჭერა უნდა გახდეს მთელი საზოგადოების საზრუნავი და არა მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურების პრეროგატივა.

ამ საინტერესო პრეცედენტს სპეციალური სიუჟეტი მიუძღვნა ტელევიზია „25-ე არხმა“.   

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 784 | დაამატა: admin | თარიღი: 27.06.2014

გაიმართა ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მეშვიდე სხდომა.

საბჭოს წევრმა, „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა თეონა გოგიშვილმა შეკრებილთ მიაწოდა ინფორმაცია ქუთაისის მასშტაბით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შესახებ. როგორც მან აღნიშნა, საბოლოო შედეგები ჯერ არაა დათვლილი. გამომდინარე, რეალურად სწორი არ არის ის მონაცემები, რომელსაც აცხადებენ.

„ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 29%-მა, მაშინ როდესაც წინა თვითმმართველობის არჩევნებზე მაჩვენებელი 36%-ს შეადგენდა. საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსხვავებით, ამ არჩევნებზე ნაკლები დარღვევა და ბათილი ბიულეტენების უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა“, - აღნიშნა ქალბატონმა თეონამ.

სხდომაზე განხილულ იქნა ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევის შედეგად შემუშავებული წინადადებებისა და რეკომენდაციების პაკეტი. წევრებმა გულდასმით იმსჯელეს თითოეული პუნქტის ირგვლივ და  შეიტანეს ცვლილებები, ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე. 

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 832 | დაამატა: admin | თარიღი: 26.06.2014

ოზურგეთელი ჟურნალისტები განსაკუთრებული სოციალური აქტიურობით გამოირჩევიან, მაგრამ წინასაარჩევნო პერიოდში ეს კიდევ უფრო მეტად იგრძნობოდა. ყველა მედიასაშუალება („ალიონი“, „გურიის მოამბე“, ტელეკომპანია „გურია“, „გურია ნიუსი“) ცდილობდა ქალი-კანდიდატების წარმოჩენას და მხარდაჭერას.

ფონდი „სოხუმისგანაც“ ამიტომ ჟურნალისტებმა განსაკუთრებული კომპლიმენტები მიიღეს. ეს განწყობა სდევდა თან ოზურგეთში გამართულ შეხვედრას.

მაგრამ მათი მისია ამით არ ამოწურულა - საქმე აწი უფრო მეტია: დეპუტატების საქმიანობის დანახვა გენდერულ ჭრილში და მეტი საინფორმაციო მხარდაჭერა იმ ჟურნალისტებისგან, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ოზურგეთის გენდერულ  საკონსულტაციო საბჭოსთან.

http://www.alion.ge/public/366--.html

http://www.alion.ge/public/358--.html

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 800 | დაამატა: admin | თარიღი: 26.06.2014

გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა ადილობრივი თვითმართველობის არჩევნების შედეგების შეჯამებას დაეთმო. წლევანდელი არჩევნები იმით გამოირჩევა, რომ ოზურგეთი გაიყო თვითმმართველობის ორ ერთეულად: ქალაქ ოზურგეთის საკრებულოდ  და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოდ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 43 წევრიდან 5 ქალბატონია (11,6%).

ქალაქ ოზურგეთის საკრებულოში კი გენდერული თანასწორობა მიღწეულია - 15 წევრიდან 7 ქალბატონია (46,7%).

სხდომაზე ასევე განხილულ იქნა ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები, რომლებიც მომზადდა ორივე საკრებულოს ახალი შემადგენლობისათვის წარსადგენად.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 725 | დაამატა: admin | თარიღი: 26.06.2014

« 1 2 ... 15 16 17 18 19 ... 66 67 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0