ხუთშაბათი, 28.11.2024, 09:53
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » შეხვედრები

 

ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა სენაკის ესთეტიკურ ცენტრში, სადაც ფონდი „სოხუმის“ ასისტენტი და იურისტი შეხვდნენ ცენტრის თანამშრომლებსა და ქალაქის რამდენიმე მცხოვრებს. მათთან საუბარში გამოიკვეთაჯანმრთელობის, ეკონომიკური, დასაქმებისა და მრავალი სხვა პრობლემა. შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს იურიდიული კონსულტაციები მათთვის საინტერესო და პრობლემურ საკითხებზე.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 720 | დაამატა: admin | თარიღი: 17.07.2014

 

მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქალაქეთა მისაღების თანამშრომლებთან.

შეხვედრის წამყვანმა  მონაწილეებს ფონდის საქმიანობა და პროექტის მიზნები გააცნო. თავად კი იმით დაინტერესდა, თუ რა სახის განცხადებებით მიმართავენ მათ მოქალაქეები და არიან თუ არა მათ შორის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები. განყოფილების უფროსის ნინო მახარაძის თქმით, მისაღებს მოქალაქეები, ძირითადად, სოციალური, ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით მიმართავენ, მათ შორის არიან როგორც ქართველები, ასევე სომეხი და რუსი მოქალაქეები. ყველა შემოსულ განცხადებას განიხილავენ სათანადო კომისიები, რის შემდეგაც ხდება მოქალაქეთათვის საჭირო დახმარების გაწევა.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 736 | დაამატა: admin | თარიღი: 17.07.2014

17 ივლისს პროექტის „გენდერული საკონსულტაციო საბჭოები - ქალთა როლის ამაღლება რეგიონებში სოციალური ცვლილებებისთვის" ეფექტურობის, შედეგიანობისა და რელევანტურობის დადგენისათვის ჩატარდა მონიტორინგი - 2 ფოკუს-ჯგუფი გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან; 3 ჩაღრმავებული ინტერვიუ - ადგილობრივი თვითმართველობის, მედიის და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.

გამოიკვეთა, რომ საბჭოს მიზნები რეალურია - რეგიონში გადაწყვეტილების მიღების პროცესში გენდერული თანასწორობის მიღწევა, გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის ფორმირება და გენდერული პოლიტიკის  გატარება  ადგილობრივ დონეზე.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 676 | დაამატა: admin | თარიღი: 17.07.2014

 

გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მეშვიდე სხდომა დაეთმო ოზურგეთის საკონსულტაციო საბჭოს მიერ ინიცირებული პროექტის „ახალგაზრდები - გენდერული პოლიტიკის ხელშეწყობისათვის“  ფარგლებში ჩასატარებელი ვორკშოპების დაგეგმვას. პროექტი ითვალისწინებს მოზარდთა მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას.  ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ვორკშოპები გენდერის თემაზე საბჭოს წევრების მიერ, რომლებიც ამავე პროექტის ფარგლებში მომზადდნენ იქნენ როგორც ტრენერები.

შეხვედრის ბოლოს პროექტის მონიტორინგის მიზნით გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან  ჩატარდა ფოკუს-ჯგუფი. 

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 723 | დაამატა: admin | თარიღი: 17.07.2014

ამ თვეში დაგეგმილი კიდევ სამი შეხვედრა ჩატარდა  ახალგაზრდებთან.

9 ივლისს ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 13 ახალგაზრდამ. თემამ აქტიური დისკუსია გამოიწვია. მონაწილეებმა ძალადობის მიზეზებიც „იპოვეს“ - სოციალური პრობლემები, უმუშევრობა, არასტაბილური პოლიტიკური ვითარება.

11 ივლისს ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გოგონებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართულნი ბიჭებიც. გასაოცარი იყო მათი გულახდილობა და შეცდომების აღიარება. ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, ყველა მათგანს ეგონა, რომ ის იყო მართალი.

ლაშა კოპალიანმა აღნიშნა: „ასეთი შეხვედრები, ახალგაზრდული შემეცნებითი ღონისძიებები  ძალიან გვცვლის ჩვენ. ამის არაჩვეულებრივი მაგალითია ხონი და მისი უსაქმური  - როგორც  ადრე გვეძახდნენ დასახლებაში - ახალგაზრდობა.“

15 ივლისს სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა 14  გოგონამ. იყო საინტერესო ინტერაქტივი, საუბარი პრობლემებსა და ცვლილებებზე.

„მსგავს შეხვედრებზე ვსწავლობთ სწორ კომუნიკაციას და კონფლიქტების მართვას. სწორედ ინფორმირებულობა და განათლებაა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული დიდი ძალა, - ითქვა შეხვედრაზე.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 741 | დაამატა: admin | თარიღი: 15.07.2014

15 ივლისს ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მერვე სხდომა გაიმართა. განხილულ იქნა ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევის შედეგად შემუშავებული წინადადებებისა და რეკომენდაციების პაკეტში შეტანილი ცვლილებები.

საბჭოს წევრებმა გულდასმით იმსჯელეს თითოეული საკითხის ირგვლივ. გადაწყვიტეს, რომ ინდივიდუალურად იმუშაონ რეკომენდაციებზე და მას შემდეგ, რაც გენდერული საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას ახალარჩეული საკრებულოს 5 წევრი დაემატება, ყველა საკითხი მათთან ერთად განიხილონ.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 673 | დაამატა: admin | თარიღი: 15.07.2014

 

ფონდი «სოხუმის» თანამშრომლები ამჯერად საქველმოქმედო ფონდ «საქართველოს კარიტასის»  ბენეფიციარებს შეხვდნენ და მათი პრობლემებით დაინტერესდნენ.

საქველმოქმედო ფონდში გაერთიანებულია 300-მდე ბენეფიციარი (სხვადასხვა ეროვნების სოციალურად დაუცველი 65-85 წლამდე ასაკის ადამიანები). ფონდს იტალიელი მისიონერი  ლორედანა მონეტი ხელმძღვანელობს.

- მოხუცებს სამედიცინო, სოციალურ, იურიდიულ, ფსიქოლოგიურ დახმარებას ვუწევთ, - აღნიშნა ფონდის მთავარმა სპეციალისტმა, სოციალურმა მუშაკმა ნანა მიზანდარმა.

შეხვედრას ესწრებოდა 17 ადამიანი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომლებიც ღებულობენ სხვადასხვა სახის დახმარებას: მედიკამენტები, პროდუქტები, ტანსაცმელი და ა.შ. მაგრამ, ამის მიუხედავად, კიდევ ბევრი პრობლემა აქვთ.

ფონდი „სოხუმის“ იურისტი ია კვარაცხელია მათ ესაუბრა სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის, მონაცემთა დადგენის, ოჯახის დეკლარაციის შევსების წესის შესახებ და ა.შ. გაიცა ორი ინდივიდუალური კონსულტაცია გირავნობის ხელშეკრულებისა და საჯარო ინფორმაციის შესახებ.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 818 | დაამატა: admin | თარიღი: 14.07.2014

« 1 2 ... 14 15 16 17 18 ... 66 67 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0