კვირა, 01.12.2024, 05:28
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » შეხვედრები

ქსელურ შეხვედრაზე, ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში, მობილიზატორებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია ივნისში ჩატარებული მუშაობის შესახებ. აქცენტი გაკეთდა ახალ პროექტთან, ახალ აქტივობებთან დაკავშირებულ იდეებზე, ცენტრების შემდგომი გაძლიერებისა და დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის.

შეხვედრაზე მობილიზატორებს ჩაუტარდათ ვორკშოპი თემაზე „ინტერვიუ ძალადობის მსხვერპლთან“.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 716 | დაამატა: admin | თარიღი: 25.06.2014

სენაკის გენდერულ საკონსულტაციო საბჭოს მეექვსე სხდომა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განახლებულ დარბაზში გაიმართა.

დღის წესრიგის პირველი ორი საკითხი ადგილობრივი არჩევნების შედეგებს ეხებოდა და დამსწრეთა დაინტერესება გამოიწვია.

საბჭოს თავმჯდომარემ ნატალია ხუბუამ აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგად სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 30 დეპუტატია არჩეული - 15 პროპორციული და 15 მაჟორიტარული წესით. მათგან 6 ქალბატონია (მათ შორის - 2 მაჟორიტარი). და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მათ რიცხვს კიდევ ერთი შეიძლება დაემატოს.

გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები გააოცა და გაახარა ინფორმაციამ ოზურგეთში ჩატარებული არჩევნების შედეგების შესახებ - სადაც 2010 წელთან შედარებით ქალთა რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. ქალაქის საკრებულოში 15 წევრიდან 7 ქალბატონია - გენდერული თანასწორობა მიღწეულია!

 

სხდომაზე განხილულ იქნა ქალთა ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები. საბჭოს წევრებმა გადაწყვიტეს, მოამზადონ რეკომენდაციათა საბოლოო პაკეტი საკრებულოს ახალი შემადგენლობისთვის წარსადგენად. მათ იმედი აქვთ, რომ 2015 წლის ბიუჯეტის შედგენისას საკრებულო აუცილებლად გაითვალისწინებს მათ წინადადებებსა და  რეკომენდაციებს, რაც ქალაქში არსებული ბევრი გენდერული პრობლემის მოგვარების საწინდარი გახდება.

 

 პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 718 | დაამატა: admin | თარიღი: 24.06.2014

ამ დღეს ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა გაზეთ „კოლხეთის“ რედაქციაში. ეს სენაკის მუნიციპალიტეტის თავისუფალი გაზეთია, რომელიც 1923 წლიდან გამოდის. ის პერიოდულად აშუქებს ფონდი „სოხუმის“ მუშაობას სენაკში. ამჯერად  რედაქციაში, სადაც მხოლოდ ქალბატონები მუშაობენ, საუბარი შეეხო არჩევნებს, ქალ-კანდიდატებს, არჩევნების  შედეგებს და უკვე არჩეული ქალბატონების შემდგომ მხარდაჭერას.  შემდეგ კი შეხვედრა საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაგრძელდა.

ტელეკომპანია „ეგრისმა“, ტრადიციისამებრ, გააკეთა სიუჟეტი ამ დღეს ჩატარებული გენდერული საკონსულტაციო სხდომის შესახებ.  

და ერთი სასიამოვნო ინფორმაცია: სოხუმელ ჟურნალისტს თეონა ჯანაშიას ვულოცავთ გაბედნიერებას... თეონა მუშაობდა გაზეთში „მთავარი თემა სამეგრელოში“ და აქტიურად თანამშრომლობდა ფონდ „სოხუმთან“ და სენაკის გენდერულ საკონსულტაციო საბჭოსთან. პირველი სტატია გენდერულ საკონსულტაციო საბჭოზე სწორედ მან დაწერა. ბედნიერება და ყოველივე საუკეთესო ჩვენს ახალგაზრდა კოლეგას!

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 723 | დაამატა: admin | თარიღი: 24.06.2014

ახალგაზრდებთან გაგრძელდა საუბარი კომუნიკაციის თემაზე. ქუთაისისა და ფოთის შემდეგ - შეხვედრები ჩატარდა ხონისა და წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში, ზუგდიდის მესხიას სახელობის უნივერსიტეტში და სენაკის რაიონის სოფელ მენჯის საჯარო სკოლაში.

მთავარ თემას ინტერესით გაეცნენ ახალგაზრდები. რაც შეეხება ვერბალურ და არავერბალურ კომუნიკაციას, ბევრისთვის ეს ახალი იყო. ძალიან ბევრი შეკითხვა დასვეს და პასუხებიც მიიღეს.

მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა საგამოცდოდ ემზადებოდა, მაინც აქტიურად ესწრებოდნენ შეხვედრებს, ინიციატივებს ავლენდნენ და საინტერესო სამომავლო გეგმებს გვაცნობდნენ (შეჯიბრებები კალათბურთში გოგონებს შორის, დასუფთავების აქციები, საინფორმაციო შეხვედრები...).

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 670 | დაამატა: admin | თარიღი: 18.06.2014

არჩევნების შემდეგ ეს პირველი შეხვედრა იყო ჟურნალისტებთან. ამიტომ საუბარი, პირველ  რიგში, შეეხო ჟურნალისტთა წვლილს არჩევნებში - მათ დამოკიდებულებას, მათ მხარდაჭერას ქალი-კანდიდატების მიმართ, მათ მოსაზრებას არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.

ითქვა, რომ წინასაარჩევნო პროცესში  მათ განსაკუთრებით დაამახსოვრდათ ნატო ქათამაძე, ლია გვენეტაძე  და ნატალი ბაბუხადია.

ქუთაისელ  ჟურნალისტებს იმედი აქვთ, რომ საკრებულოს დეპუტატი სამივე ქალბატონი - ნატო ქათამაძე, ირმა პეტრიაშვილი და ლელა ქელბაქიანი უფრო მეტად შეძლებენ ახალი მოწვევის საკრებულოს მუშაობის წარმართვას გენდერული კუთხით.

ჟურნალისტებმა შეიმუშავეს „საშინაო დავალება“ - შემდგომშიც დაუჭირონ მხარი დეპუტატ ქალბატონებს და ხელი შეუწყონ ადგილობრივ ხელისუფლებაში გენდერული პოლიტიკის ფორმირებას.

Link>>>

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 877 | დაამატა: admin | თარიღი: 17.06.2014

ივნისში გოგონებთან შეხვედრებზე საინტერესო და აქტუალური თემა განიხილება: კომუნიკაცია როგორც ურთიერთობის კულტურა და ინფორმაციის გაცვლის საშუალება. კომუნიკაციის „საიდუმლოებების“ ცოდნა ხელს უწყობს ახალგაზრდებს, თავიდან აიცილონ კონფლიქტი და ძალადობა.

 

ქუთაისში  ჩატარებულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 12 გოგონამ. ამდენივე ქალი და გოგონა ესწრებოდა ფოთის  ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარებულ შეხვედრას.

ნანა კეკუა (ქუთაისი): „კომუნიკაციის გარეშე ძნელია საზოგადოებაში ადაპტაცია და დამკვიდრება. ყველა ნიუანსი უნდა ვიცოდეთ: ვერბალური, არავერბალური... მსგავსი შეხვედრები  ჩვენი შემდგომი განვითარების საფუძველია“. 

ნინო გოგინავა (ფოთი): „თუ არ არის  სწორი კომუნიკაცია, ადამიანი  ყოველთვის იქნება პრობლემების გარემოცვაში. 21-ე საუკუნე არის სწორი კომუნიკაციის საუკუნე, ის  საწყისია ადამიანის ინტელექტისა და ცოდნის გაღრმავებისთვის“.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 781 | დაამატა: admin | თარიღი: 11.06.2014

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა ფონდი „სოხუმის“ ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა განსხვავებული ფორმატით.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: გენდერული თანასწორობის ქსელის თავმჯდომარე - მანანა მებუკე, ქუთაისის მერობის კანდიდატი - მაგდა  გაბრიჩიძე და მაჟორიტარი კანდიდატი ქალები: ლია გვენეტაძე, ირმა პეტრიაშვილი, ლელა ქელბაქიანი, ციცინო ინასარიძე, ასმათ დვალიშვილი, ნათია გუდავა, ნესტან დანელია (მოიხსნა კანდიდატურა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო), ნატო უგრეხელიძე.

შეხვედრაზე ქალბატონებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს საკუთარი თავი და გააცნეს პროგრამები. ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრების მხრიდან ძირითადი დასახელებული პრობლემები იყო: 24-საათიანი წყლის მოგვარება, მოუწესრიგებელი სადარბაზოები, კანალიზაციის სისტემები...

შეხვედრა აქტიურად და საინტერესოდ ჩატარდა.

ბოლოს - ქსელის თავმჯდომარემ, ფონდი „სოხუმისა“ და მეწარმე ქალთა ფონდის თანამშრომელებმა და რამდენიმე კანდიდატმა მონაწილეობა მიიღეს გადაცემაში ტელერადიოკომპანია „რიონის“ ეთერში.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 756 | დაამატა: admin | თარიღი: 06.06.2014

« 1 2 ... 16 17 18 19 20 ... 66 67 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0