ხუთშაბათი, 28.11.2024, 14:43
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » შეხვედრები

ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მუშაობის გაუმჯობესების მიზნით ყოველთვიურად ტარდება სამობილიზაციო შეხვედრები დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში.

ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში, ფოთში, სენაკსა და ხურჩაში მაისის თვის შეხვედრების თემა იყო - ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის გზები. აგრეთვე განხილული იყო წინასაარჩევნო გენდერული სიტუაცია აღნიშნულ ქალაქებში, საუბრები შეეხო იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქალი-კანდიდატების მხარდაჭერა ადგილობრივი სოციალური პრობლემების მოგვარებისა და საზოგადოების კეთილდღეობისათვის.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 819 | დაამატა: admin | თარიღი: 30.05.2014

ბათუმის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ თავისი მორიგი შეხვედრა თვითმმართველობის გენდერული ანალიზისთვის მოსამზადებელ საქმიანობას მიუძღვნა. განისაზღვრა სფეროები, რომელთა მონიტორინგი უნდა ჩატარდეს; ის, თუ  ვინ იქნება ჩართული პროცესში; როგორ და  რა ვადებში მოხდება ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება.

საბჭოს სხდომას შემოუერთდა ბათუმის საკრებულოს თვმჯდომარე, ირაკლი ჩავლეიშვილი, რომელიც დაინტერესდა  საბჭოს საქმიანობით, უპასუხა საბჭოს წევრების შეკითხვებს თვითმმართველობის არჩევნებში ქალთა მონაწილეობასთან დაკავშირებით.

 ამ დღეს დაემთხვა კიდევ ერთი საინტერესო ღონისძიება, რომელსაც გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები სიამოვნებით შეუერთდნენ: საბჭოს წევრის, ბათუმის საპატიო მოქალაქის, პროფესორ რამაზ სურმანიძის წიგნის „გრიგოლ ვოლსკი“ პრეზენტაცია, რომელიც თვითმმართველობის მიერ იყო მხარდაჭერილი და ქალაქისათვის მნიშვნელოვან მოვლენად იქცა.

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 830 | დაამატა: admin | თარიღი: 30.05.2014

ფონდი „სოხუმის“ იურისტმა ქუთაისში ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა დევნილებთან თემაზე „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმა“, კერძოდ, თუ როგორ აპირებს სახელმწიფო დევნილთა პრობლემების გადაჭრას:

1. იგეგმება ქუთაისში მრავალსართულიანი ბინების მშენებლობა;

2. საკუთარი სახლების აშენება დევნილი ოჯახებისათვის 10000 დოლარის ფარგლებში (შესაძლებელია თანადაფინანსებით);

3. იმ დევნილებისათვის, ვინც თანახმაა, რეაბილიტაციის გარეშე ფართების საკუთრებაში გადაცემა;

4. თანადაფინანსებით ბინებისა და სახლების შესყიდვა დევნილთათვის;

5. ერთჯერადი ფულადი დახმარება დევნილისათვის გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში;

6. დევნილთა ინფორმირებულობის გაზრდა (არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის დახმარებით) და ა.შ.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 728 | დაამატა: admin | თარიღი: 30.05.2014

ტრეფიკინგისა და მისი დამცავი მექანიზმების შესახებ მაისის თვეში საინტერესო და საჭირო დისკუსიები გაიმართა ხონისა და სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. ერთი შეხვედრა კი თვის ბოლოს ჩატარდა ზუგდიდის უნივერსიტეტში.

აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდებს აქვთ ტრეფიკინგზე მსჯელობის ინტერესი, რადგანაც მათ არავინ ესაუბრება ამ პრობლემაზე.

ერთ-ერთმა მონაწილე გოგონამ განაცხადა, რომ საზღვარგარეთ აპირებს სწავლის გაგრძელებას და ამიტომ საჭიროა, თავის დაცვის ყველა ნიუანსი იცოდეს.

საინტერესო აუდიტორია, მომზადებული და  აქტიური ახალგაზრდები - ასე გამოირჩეოდა ეს სამი შეხვედრა.  

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot r die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 691 | დაამატა: admin | თარიღი: 29.05.2014

ოზურგეთის საკონსულტაციო საბჭომ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები შეაჯამა: ქალთა რომელი ჯგუფების საჭიროებები გამოიკვეთა, რაში ხედავენ რესპონდენტები ქალების, ახალგაზრდების, შშმ ჯგუფების, ხანდაზმულების, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების პრობლემებს და მათი მოგვარების გზებს.

საბჭოს წევრებმა ისაუბრეს სხვადასხვა სოციალური ჯგუფის მხარდაჭერისა და განვითარების გრძელვადიან პერსპექტივებზე,  განაზოგადეს კვლევის შედეგები შეიმუშავეს წინადადებები და რეკომენდაციები. ასევე შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრმა ნატალია თოდუამ, რომელმაც მონაწილეებს საბჭოს გამოცდილება გაუზიარა.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 745 | დაამატა: admin | თარიღი: 29.05.2014

ოზურგეთში, ჩოხატაურის ქუჩა №16-ში მცხოვრები ადამიანები მათი ბინის წინ გზის გასწორებას ელოდებიან.

მანონი ღვინჯილიამ აღნიშნა,  რომ მას შემდეგ, რაც მათ დასახლებაში ფონდი «სოხუმი» გამოჩნდა, პრობლემების მოგვარების იმედი გაუჩნდათ.

- ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა დაგვაწერინეს განცხადება და ადგილობრივი ხელისუფლება გზის გასწორებას   დაგვპირდა. 

ფონდი «სოხუმის» წარმომადგენელი სოციალურად დაუცველი ხინთიბიძეების ოჯახის პრობლემას გაეცნო. ნინო ხინთიბიძე ოთხი შვილის დედა. ერთ-ერთ შვილს ცერებრალური დამბლა აქვს, დედამისი, ზაირა მშვიდობაძე ვერ მოძრაობს. უსახსრობის გამო სოციალურად დაუცველ ოჯახს ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა ემუქრება. მრავალშვილიანი ოჯახი ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას  ითხოვს.

შეხვედრაზე გაჩნდა იურიდიული შეკითხვები, რომელსაც იურისტმა თამაზ ტრაპაიძემ უპასუხა და მათზე რეაგირებასაც შეპირდა.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის  

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 829 | დაამატა: admin | თარიღი: 29.05.2014

ფონდი „სოხუმის“ მობილიზატორთა ქსელის  მორიგი შეხვედრა ქუთაისში ჩატარდა. შეკრებილებმა იმსჯელეს იმაზე, თუ რა კონკრეტული ღონისძიებები უნდა ჩატარდეს ქალთა მხარდაჭერის ცენტრების შემდგომი გაძლიერებისა და მეტი დამოუკიდებლობისთვის, ერთმანეთს გაუზიარეს მომავალ პროექტთან დაკავშირებული იდეები.

ჯგუფური მუშაობისას გამოითქვა მოსაზრება, რომ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებს ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის რეალური დახმარების მეტი საშუალება უნდა ჰქონდეთ. ასევე კარგი იქნებოდა ბენეფიციართა სურვილის გათვალისწინება -  ჭრა-კერვის, საბუღალტრო და კომპიუტერის შემსწავლელი კურსების გახსნა შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

ქსელმა 1 ივნისს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაგეგმა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 748 | დაამატა: admin | თარიღი: 28.05.2014

« 1 2 ... 17 18 19 20 21 ... 66 67 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0