|
მიუხედავად იმისა, რომ ცხელი დღეებია და ხალხი გასულია ქალაქებიდან, ქალთა მხარდაჭერის ცენტრები აქტიურად განაგრძობენ საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას... როგორც წინა თვეებში, ახლაც ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში, ფოთში, სენაკსა და ხურჩაში მცხოვრებ ქალებთან გაიმართა შეხვედრები, რომელთაც დაესწრო 417 მონაწილე.
შეხვედრებზე სხვადასხვა თემა განიხილეს - მსხვერპლის დაცვა და რეაბილიტაცია, დევნილთა განსახლების ახალი კრიტერიუმები. კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობაზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|
|
|
ფონდმა „სოხუმმა“, შიდა მონიტორინგის მიზნით, ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან ფოკუს-ჯგუფი ჩაატარა. მასში მონაწილეობდა საბჭოს 10 წევრი.
-მნიშვნელოვანი, ეფექტური, რელევანტური საქმიანობა, რომელიც გაგრძელებას საჭიროებს, - ასე შეაფასეს მათ თავიანთი მუშაობა.
ამას გარდა ჩატარდა ფოკუს-ჯგუფი საზოგადოების წარმომადგენლებთან და 3 ჩაღრმავებული ინტერვიუ - ადგილობრივი თვითმმართველობის, მედიის და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.
„ჩვენი საქმიანობა ერთგვარი ბიძგია საიმისოდ, რომ თვითმმართველობა ჩვენს გარეშეც მიეჩვიოს გენდერული საჭიროებების დანახვას ქალაქში“, - აღნიშნეს საბჭოს წევრებმა.
მონიტორინგმა აჩვენა, რომ გენდერული საკონსულტაციო საბჭოს შექმნის დროს სტრატეგია სწორად იყო დასახული და ის აქტიურად მუშაობს ამ სტრატეგიით.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
|
|
|
მორიგ ქსელურ შეხვედრაზე შეკრებილმა მობილიზატორებმა ისაუბრეს ქალთა მხარდაჭერისა და კოლექტიურ ცენტრებში ივლისის თვეში ჩატარებული მუშაობის შესახებ. აღინიშნა, რომ ზაფხულის ეს თვე ცხელიიყო მუშაობის მხრივაც.
ფონდი „სოხუმის“ იურისტმა და პროექტის ასისტენტმა მობილიზატორებს დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდეს „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობების შეფასების კრიტერიუმების შეასახებ“.
მობილიზატორებმა აღნიშნეს, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევა ხშირია და მასზე გავლენას იურისტისა და ფსიქოლოგის კონსულტაციებით ახერხებენ. არის შემთხვევები, როცა საქმეში საპატრულო პოლიცია ერთვება, თუმცა მიუხედავად გაზრდილი ინფორმირებულობისა, მსხვერპლი ხშირად ანონიმურობას არჩევს, სიტუაციის გამოაშკარავებას ერიდება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
|
|
|
ბათუმში ქირით მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები სახელმწიფოსგან ფართებით დაკმაყოფილებას ან ყველაზე გაჭირვებული ოჯახებისათვის ბინის ქირის ანაზღაურებას ითხოვენ (ეს ის დევნილები არიან, რომლებიც სანატორიუმებიდან წლების წინ გამოასახლეს. უცხოელი ინვესტორის მიერ გაცემული კომპენსაცია არ იყო საკმარისი ფართის შესაძენად, ამიტომ პრობლემა დღემდე მოუგვარებელია). შეხვედრის მონაწილეთა უმრავლესობა უმუშევარი და სოციალურად დაუცველია, ისინი ასევე საჭიროებენ დახმარებას ჯანდაცვის სფეროში.
ფონდი „სოხუმის“ ეს საინფორმაციო შეხვედრა შედგა არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთობა თანადგომისათვის“ ოფისში. მონაწილეთა თქმით, ეს ორგანიზაცია ძალას არ იშურებს დევნილთა პრობლემების მოსაგვარებლად.
იმავე დღეს შეხვედრა მოეწყო ლეონიძის ქუჩა 15-ში ჩასახლებულ დევნილებთან. რეაბილიტირებულ შენობაში 48 ოჯახია განთავსებული. დევნილთა ნაწილს დაუკანონდა ფართები, ნაწილი კი მოლოდინშია. ისინი ითხოვენ სარდაფების დაკანონებას, ეზოში სპორტული მოედნის, სკვერის და განათების დამონტაჟებას!
პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით
|
|
|
23 ივლისს ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. მოსმენილი იქნა ბიუჯეტის გენდერულ ანალიზში ჩართული ჯგუფის ინფორმაცია. შეფასდა ახალი რეალობა თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ და განისაზღვრა ახალარჩეულ საკრებულოსთან თანამშრომლობის პერსპექტივები.
იმავე დღეს შედგა შეხვედრა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესთან, რომელმაც საბჭოსთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატა. მისივე თქმით, უახლოეს ხანში გადაწყდება, ვინ უნდა წარმოადგინოს საკრებულო გენდერულ საკონსულტაციო საბჭოში.
შეხვედრა შედგა თვითმმართველობის წევრ ქალბატონებთან, რომლებიც მზად არიან, აქტიურად ჩაერთონ საბჭოს მუშაობაში. იქვე განისაზღვრა რამდენიმე საკითხი, რომლის ლობირებასაც უახლოეს მომავალში დაიწყებენ.
პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით
|
|
|
18 ივლისს ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელთა ჯგუფი სენაკის მუნიციპალიტეტში ჩავიდა პროექტის შიდა შეფასებისა და მონიტორინგის ჩატარების მიზნით.
პროექტის დაწყებიდან 11 თვე გავიდა - ეს მცირე დროა, მაგრამ საკმარისია საიმისოდ, რომ
გაანალიზდეს, რამდენად მნიშვნელოვანი, რელევენტური და ეფექტურია პროექტი და რამდენადაა მიღწეული მიზნები.
ამ შეკითხვებზე პასუხის მისაღებად ჩატარდა 2 ფოკუს-ჯგუფი გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან და ლიდერ ადამიანებთან, აგრეთვე სამი ჩაღრმავებული ინტერვიუ ჟურნალისტთან, საკრებულოს წევრთან და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთან.
რესპონდენტები აღნიშნავდნენ, რომ გენდერული საკონსულტაციო საბჭოს შექმნიდან ძალიან ცოტა დრო - მხოლოდ 7 თვეა გასული და დიდ მიღწევებსა და შედეგებზე ლაპარაკი ჯერჯერობით რთულია. თუმცა ამასთან ერთად განაცხადეს, რომ ამ პერიოდში გენდერულმა საბჭომ მიაღწია დასახულ მიზნებს და უკვე დადგა კონკრეტული მოქმედების დრო, რაც უფრო შედეგიანს და ნაყოფიერს გახდის საბჭოს საქმიანობას.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
|
|
|
18 ივლისს გაიმართა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრას დაესწრნენ საკრებულოს ახალი წევრები - ნანა ალანია და ელისო ცაგურია. ისინი გაეცნენ პროექტს, საბჭოს მუშაობას და მასში ჩართვის სურვილი გამოხატეს.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საბჭოს წევრების საპროექტო იდეები. მათ აღნიშნეს, რომ აქტუალური და სასარგებლოა პროექტის შემუშავება ეკო-სანიტარიის კუთხით, რომელიც გაითვალისწინებს გენდერის საკითხებს და მოიცავს არა მარტო სენაკს, არამედ ახლომდებარე სოფლებსაც.
შეხვედრაზე ასევე გაიმართა ფოკუს-ჯგუფი, პროექტის შეფასებისა და მონიტორინგის ფარგლებში. საბჭოს წევრების თქმით, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს შექმნიდან ბევრი დრო არ არის გასული, მაგრამ მის წინაშე დასახული მიზნები მიღწეულია, არსებითი შედეგები კი, რომლებიც უფრო თვალსაჩინოს გახდის მუშაობას, უახლოეს ხანებში გამოჩნდება.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
|
| « 1 2 ... 13 14 15 16 17 ... 66 67 » |