26 აგვისტოს ჩატარდა გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა. თავმჯდომარემ საბჭოს წევრებს გააცნო საკრებულოს წევრთა ახალი შემადგენლობა, რომელიც საბჭოს მუშაობაში ჩაერთვება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოში 5 ქალბატონია და ყველამ გამოხატა მზაობა, აქტიურად ჩაებას საბჭოს საქმიანობაში.
არჩევნების შემდეგ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ორ თვითმართველ ერთეულად გაიყო. აღნიშნული რეალობის გათვალისწინებით, დაფიქსირდა მოსაზრება, რომ აუცილებელია ორივე საკრებულო - როგორც მუნიციპალიტეტის ასევე ქალაქის - ჩართული იყოს საბჭოს მუშაობაში. სხდომაზე ასევე მოხდა საბჭოს მიერ ინიცირებული პროქტის ფარგლებში ჩატარებული ვორკ-შოპების შედეგების შეჯამება და სამომავლო საქმიანობის დაგეგმვა.
25 აგვისტოს შედგა სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მერვე სხდომა.
დღის წესრიგის თანახმად, საბჭოში ჩაერთნენ ახალი წევრები - საკრებულოს დეპუტატები ნანა ალანია და ელისო ცაგურია, რომლებიც მზად არიან, თავიანთი წვლილი შეიტანონ ქალაქის გენდერული პოლიტიკის შემუშავებაში.
საბჭოს წევრებმა მიიღეს ინფორმაცია იურისტის დახმარებით მოგვარებული პრობლემებისა და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
აქტიური დისკუსია გაიმართა ერთ-ერთი საპროექტო იდეის გარშემო, რომელიც უკავშირდება ახალგაზრდა მშობლებისა და საბავშვო ბაღის პედაგოგების სამოქალაქო განათლებას გენდერისა და ეკო-სანიტარიის საკითხებზე.
საბჭოს წევრების თქმით, პროექტი არა მარტო აამაღლებს მიზნობრივი ჯგუფების ცოდნას, არამედ გამოავლენს პრობლემებს და მათი მოგვარების გზებსაც დასახავს.
25 აგვისტოს ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭო განახლებული შემადგენლობით შეიკრიბა: სხდომაზე საკრებულოს 3 ახალი წევრი მონაწილეობდა. მათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს განხორციელებული საქმიანობის შესახებ და ისაუბრეს, როგორ ხედავენ საკუთარ ადგილს საბჭოში.
სხდომაზე საინიციატივო ჯგუფებმა თვითმმართველობისთვის წარსადგენპროექტებზე ისაუბრეს. განისაზღვრა საკითხები, რომელთა ადვოკატირებაც მოხდება საბჭოს წევრების მიერ. მოსმენილი იქნა ინფორმაცია ბიუჯეტის გენდერული ანალიზის მიმდინარეობის შესახებ.
სხდომის ფორმატში შედგა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ქალაქის მერთან, გიორგი ერმაკოვთან. მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ გენდერული საბჭოს შემადგენლობაში ქალაქის აღმასრულებელი შტოც იქნება წარმოდგენილი მერის ორი მრჩევლის სახით. გამოითქვა რწმენა, რომ მრჩევლები საბჭოს საქმიანობაში ახალ შტრიხებს შეიტანენ.
პროექტიხორციელდებააშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით
ქართულ-რუსული დიასპორის ხელმძღვანელმა აჭარაში - ალექსანდრა ანისიმოვამ (ექიმი, ღირსების ორდერის კავალერი) დიასპორის საქმიანობაზე ისაუბრა - საქართველოში რუსეთის წარმომადგენლობის მხარდაჭერით ტარდება არა ერთი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა. ახალგაზრდებს ეროვნების მიუხედავად, ეძლევათ შესაძლებლობა,უფასოდ მიიღონ განათლება რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში, ხოლო მეორე სამამულო ომის ვეტერანები წლის განმავლობაში ორჯერ ისვენებენ საქართველოს სხვადასხვა კურორტზე.
ალექსანდრა ანისიმოვას თქმით, ქართულ-რუსული დიასპორა აქტიურად თანამშრომლობს „მეგობრობის“ სახლში მოქმედ სხვა ცხრა დიასპორასთან.
მეორე შეხვედრა გაიმართა ორგანიზაციაში „ერთობა თანადგომისათვის“.ოფისში შეკრებილმა დევნილებმა პრობლემებზე ისაუბრეს - ნომერ პირველ პრობლემად უმუშევრობა დაასახელეს. ქირით მცხოვრები დევნილები ფართით დაკმაყოფილების მოლოდინში არიან.
პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით
25 აგვისტოს გაიმართა პროექტის ასისტენტის შეხვედრა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალ თავმჯდომარესთან ხვიჩა ჯიშკარიანთან.
ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა მიულოცა ბატონ ხვიჩას ახალ თანამდებობაზე არჩევა, გააცნო პროექტის მიზნები და სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობა.
საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მიესალმება საბჭოს მუშაობას და მზადაა შემდგომი თანამშრომლობისათვის.
ტელეკომპანია „ეგრისი“ ჩვენი ორგანიზაციის პარტნიორია, ეს განსაკუთრებით გამოჩნდა ბოლო პერიოდში, როცა ტელეჟურნალისტებმა აქტიურად დაიწყეს სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის გაშუქება.
სწორედ ამიტომ ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან ტრადიციული საინფორმაციო შეხვედრა ამჯერად ტელევიზიაში მოაწყო და მთელ კოლექტივს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისათვის.
ტელეკომპანია 1995 წლიდან არსებობს, ფართოვდება, ვითარდება. როგორც ტელეკომპანიის მენეჯერმა ლალი ლომაიამ აღნიშნა, ემზადებიან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისათვის, რაც კიდევ უფრო გაზრდის „ეგრისის“ ტექნიკურ შესაძლებლობას. რაც შეეხება თანამშრომლობას ფონდ „სოხუმთან“, აქტიურად გაგრძელდება მომავალშიც - ჟურნალისტები თაკო არზიანი და ნანა ჯიბლაძე სურვილს გამოთქვამენ, უფრო მეტი გაიგონ გენდერულ საკითხებზე, რათა უკეთ გააშუქონ ეს თემა.
ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის და ხურჩის სხვადასხვა კოლექტიურ ცენტრში ჩაატრებული სამობილიზაციო შეხვედრები ხშირად ეხება რაიმე თარიღს, რომელიც მსოფლიოში აღინიშნება. ამჯერად შეხვედრებისთემაიყო ახალგაზრდობა, რადგანაც 12 აგვისტო ახალგაზრდების საერთაშორისო დღეა.
შეხვედრების დროს ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდულ პრობლემებზე, მათ საჭიროებებზე, შვილებისა და მშობლების ურთიერთობებზე, განათლების საკითხებზე, დასაქმებაზე...
მონაწილეების ძირითადი ნაწილი ქალები არიან, ამიტომ საინტერესო იყო მათი თვალით დანახული ახალგაზრდული ცხოვრება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია
Brot für die Welt – Evangelischer Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)