23 სექტემბერს ფონდმა „სოხუმმა“ ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივი მედიასაშუალებებისათვის მორიგი პრეს-ბრიფინგი გამართა. გაჟღერდა ინფორმაცია გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მუშაობის, ჩატარებული კვლევების შესახებ; ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მიერ ქალთა სოციალური დაცვის საკითხების ადვოკატირებისთვის ჩატარებულ საქმიანობაზე.
გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ ყოველთვის გრძნობენ განსაკუთრებულ მხარდაჭერას მედიასაშუალებების მხრიდან და აფასებენ მათ მაღალ სოციალური პასუხისმგებლობას მოქალაქეების პრობლემების მიმართ სენსიტიური დამოკიდებულების გამო. ითქვა, რომ არაერთი საკითხი, რომელიც საბჭოს მიერ იყო ინიცირებული, მოხვდა ადგილობრივი მედიის დღის წესრიგში.
პრეს-ბრიფინგი, ფონდის მიერ იმავე დღეს ჩატარებულ სხვა ღონისძიებებთან ერთად, გაშუქდა ადგილობრივი მედიასაშუალებებით.
პროექტიხორციელდებააშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით
თავისი მე-9 სხდომა ბათუმის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ დაუთმო ჩატარებული კვლევის „ბათუმის 2014 წლის ბიუჯეტის ანალიზი გენდერული ასპექტების გათვალისწინებით“ შედეგების განხილვას. დაიწყო მუშაობა წინადადებებისა და რეკომენდაციების პაკეტზე, რომელიც თვითმმართველობას წარედგინება, რათა ახალ საბიუჯეტო პროგრამებსა და პროექტებში გათვალისწინებულ იქნეს გენდერული პარამეტრები.
სხდომას ქუთაისისა და ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რამაც შესაძლებელი გახადა გამოცდილების გაზიარების კუთხით ღირებული ინფორმაციების გაცვლა. შეხვედრის მონაწილეებმა საინტერესოდ ჩათვალეს ფონდი „სოხუმის“ ინიციატივა, საკონსულტაციო საბჭოების ქსელის შექმნისა და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის კუთხით.
სხდომის დღის წესრიგი აღმოჩნდა ადგილობრივი მედიის ყურადღების ცენტრშიც, რომელიც პერიოდულად გამოხატავს ინტერესს გენდერული თემატიკის მიმართ.
პროექტიხორციელდებააშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით
ქუთაისის მედიის წარმომადგენლები ტრადიციულ საინფორმაციო შეხვედრაზე შეიკრიბნენ. როგორც ყოველთვის, თითოეულ მათგანს სათქმელიც ბევრი ჰქონდა და ერთმანეთთან გასაზიარებელიც...
ჟურნალისტები აქტიურად არიან ჩართულნი ფონდის ყველა პროექტში. როგორც თავად ამბობენ, ამ მუშაობამ მათ გენდერული ხედვა ჩამოუყალიბა, ეს კი მათ ნაშრომებში ჩანს.
საინფორმაციო შეხვედრა გენდერული დავალებით დასრულდა - ჟურნალისტებმა დაწერეს, რომელ თემებზე იმუშავებენ და რას გააკეთებენ მომავალ შეხვედრამდე.
შეხვედრის შესახებ სიუჟეტები გავიდა „რიონისა“ და „მეგა-ტვ“ ტელეარხებით.
ოჯახური ძალადობა - საზოგადოების პრობლემა - ეს იყო იმ შეხვედრების თემა, რომლებიც ჩატარდა ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში, ხურჩაში, სენაკსა და ფოთში.
თემა აქტუალურია ახალგაზრდებისთვის, ისინი აანალიზებენ პრობლემას. არ კარგავენ ქართული ტრადიციების ხიბლს და, ამავე დროს, არ უნდათ ჩამორჩნენ იმ სიახლეებს, რომლებიც ჩნდება ჩვენს საზოგადოებაში.
„რამდენჯერაც არ უნდა განვიხილოთ ეს საკითხი, ყოველთვის ვგებულობთ რაღაც ახალს, საინტერესოსა და საჭიროს“, - ამბობს ერთ-ერთი მონაწილე ნინო ჩაგუნავა.
შეხვედრებზე გაიმართა აქტიური, გულახდილი დისკუსიები, ინტერაქტივი, გაიხსენეს ბევრი ოჯახის ისტორია და იმსჯელეს მათ შესახებ.
დისკუსიის დროს აქტიურობდნენ ახალგაზრდა დედები. ისინი საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე რჩევებს აძლევდნენ გოგონებს.
პროექტიხორციელდებაორგანიზაციაBrot für die Welt – Evangelischer
ფონდი “სოხუმის“ წარმომადგენლები სენაკის მე-3 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდნენ. სკოლის დირექტორის, მაკა ნანიეშვილის თქმით, 360 მოსწავლეს შორის არიან სხვადასხვა ეროვნების (რუსი, უკრაინელი, სომეხი, იეზიდი) წარმომადგენლები. მოსწავლეები ინტეგრირებული არიან ქართველებთან და მათ შორის მეგობრული ურთიერთობებია ჩამოყალიბებული. ისინი წარჩინებით სწავლობენ, აქვთ წარმატებები სკოლის დამთავრების შემდეგაც.
-სკოლადამთავრებულმა, ოქროსმედალოსანმა კარინა უსტიანმა 70%-ანი გრანტი აიღო. მეხუთეკლასელი უკრაინელი აქსანა კანტუევა სწავლაში წარმატებით გამოირჩევა - მშობლიური ენაც იცის და ქართულიც...
ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით სამომავლოდ ოლიმპიადა იგეგმება, პროექტის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთა ინტეგრაციაა - სკოლაში 14 შშმ მოსწავლეა.
საინფორმაციო შეხვედრის მიმდინარეობისას ჩატარდა იურისტის კონსულტაცია. მონაწილეებმა მიიღეს პასუხები მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე.
საუბრის თემა - სიმშვიდე სახლში: როგორ მივაღწიოთ (დასარიგებელი მასალა -ფსიქოლოგების რეკომენდაციები). როგორ მოვიპოვოთ ურთიერთგაგება. როგორ ვიმოქმედოთ კონფლიქტურ სიტუაციაში.
გაკეთდა სავარჯიშო საოჯახო უფლებებსა და მოვალეობებზე. სავარჯიშოს შესრულებისას ქალები ამბობდნენ:
-ძალიან ბევრი რამ ვიტვირთეთ. ქმრები უფუნქციოდ დავტოვეთ - მათ მხოლოდ ბიოლოგიური ფუნქცია შერჩათ, რასაც ჩვენ ვერ ვასრულებთ.
-ვერ ვასწრებთ, უამრავი საქმე გვაქვს... ბავშვებთან ურთიერთობისთვის არც დრო გვაქვს და არც ძალა.
- ვიღლებით - დავკარგეთ ქალის სათნო სახე.
ფსიქოლოგის კონსულტაციას ქუთაისის, სენაკისა და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში 42 ქალი ესწრებოდა.
პროექტიხორციელდებაორგანიზაციაBrot für die Welt – Evangelischer
ოზურგეთელი ჟურნალისტები ჩართულნი არიან გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მუშაობაში, მონაწილეობენ საბჭოს მომზადებულ პროექტში, რამდენიმე მათგანი თავად ატარებს ვორკშოპებს ახალგაზრდებთან გენდერულ საკითხებზე, ამიტომ ოზურგეთში გენდერული კუთხით განსაკუთრებით აქტიურ ჟურნალისტებთან გვიწევს თანამშრომლობა.
12 სექტემბერს მათთან ტრადიციული საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა: ჩვეული აქტიურობით, საქმიანი დისკუსიით, გეგმებით, იდეებით...
შეხვედრის ბოლოს ყოველმა მათგანმა გენდერული დავალება მიიღო - თვითონ გადაწყვიტა, კონკრეტულად რას გააკეთებს მომავალი შეხვედრისთვის.