ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ეფექტური მუშაობის განვითარებისა და გაფართოების მიზნით, ქალაქ სენაკში 6 მხარდაჭერის ცენტრის
11 მობილიზატორის მონაწილეობით ჩატარდა ვორკშოპი.
ვორკშოპზე შემდეგი თემები განიხილეს:
-საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებასთან დაკავშირებული პრაქტიკული რჩევები;
- გეგმის ფორმულირება ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მუშაობის გასაფართოებლად- ადგილობრივ ხელისუფლებასა და სხვა დაწესებულებებთან თანამშრომლობა;
- აღწერით ანგარიშთან დაკავშირებული პრაქტიკული რჩევები;
-ღონისძიების მიზნებისა და ინდიკატორების განსაზღვრა;
ვორკშოპი მოიცავდა თეორიულ მასალებს, ბრეინშტორმინგებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს.
„ვორკშოპმა გვასწავლა მიზნების, ინდიკატორებისა და გეგმების ფორმულირება ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ეფექტური მუშობის გასაფართოებლად, ადგილობრივ სტრუქტურებთან, პროექტის ბენეფიციარებთან ნაყოფიერი საქმიანობის დასაგეგმად",-ზ. კოპალიანი.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |