მშვიდობისმყოფელობა და ახალგაზრდების ჩართულობა სამშვიდობო საქმიანობაში, საერთოკავკასიური ფორმატი და მისი მნიშვნელობა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისათვის. ფონდი "სოხუმის” ეგიდით ქუთაისში ჩატარებული საერთაშორისო ახალგაზრდული ტრენინგ-სემინარი და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები...
"რიონის” სტუდიაში ფონდის წარმომადგენლები, ტრენინგის მონაწილეები, ფორუმ-თეატრის მსახიობები შეიკრიბნენ. ფონდის ჟურნალისტების მიერ მომზადებულმა ტელესიუჟეტმა მაყურებელს ტრენინგის მსვლელობაზე, ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი ახალგაზრდების ერთობლივ მუშაობაზე მოუთხრო, რის შემდეგაც გადაცემის მონაწილეებმა საკუთარ შთაბეჭდილებებზე, ახალშეძენილ მეგობრებზე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს...
"ძალიან გვიხარია, რომ ამ ტრენინგში მონაწილეობის შესაძლებლობა მოგვეცა, გვიხარია ისიც, რომ შეგვიძლია, ჩვენს აზერბაიჯანელ და სომეხ მეგობრებს შორის შემაერთებელი ხიდის როლი შევასრულოთ”.
"აღმოვაჩინეთ, რომ ძალიან ბევრი რამ გვაქვს საერთო, როგორც ახალგაზრდებს, როგორც პოსტკონფლიქტურ თაობას. გვაქვს ჩვენი საკეთებელი საქმე, რომლის გამოც საკუთარ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ”. - ითქვა ტრენინგზე.
ფონდი "სოხუმი” ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახალგაზრდების ჩართულობას სამშვიდობო საქმიანობაში და მიაჩნია, რომ საერთოკავკასიურ ფორმატს ამ კუთხით დიდი დატვირთვა აქვს. ამიტომ ახალგაზრდების სამშვიდობო ინიციატივებს მომავალშიც მხარდაჭერა ექნება. - ითქვა გადაცემაზე.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაციაEED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |