ოთხშაბათი, 27.11.2024, 23:12
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » დეკემბერი » 4 » თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა ბათუმის საკრებულოში
23:08
თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა ბათუმის საკრებულოში


ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ფონდ „სოხუმსა" და  თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ფონდი „სოხუმის" თანამშრომლები, ბათუმის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები. დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ პროექტის მიზნებსა და მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს. ითქვა, რომ  გენდერული საკონსულტაციო საბჭოს შექმნითა და მისი სრულფასოვანი ამოქმედებით უნდა მოხდეს გავლენა ადგილობრივ გენდერულ პოლიტიკაზე, ადგილობრივ ბიუჯეტში გენდერული ასპექტების გათვალისწინებაზე, რესურსების სამართლიან განაწილებაზე.

ფონდ „სოხუმსა" და ბათუმის საკრებულოს შორის მემორანდუმის გაფორმებით განისაზღვრა მრავალმხრივი თანამშრომლობის პირობები და მხარეთა ვალდებულებები. პროექტი შეფასდა, როგორც  ქალაქისათვის ძალიან სასარგებლო და გამოითქვა რწმენა, რომ მხარეები თავს არ დაზოგავენ ხელშესახები შედეგების მისაღწევად. 

სიუჟეტი მემორანდუმის ხელმოწერის შესახებ ნაჩვენები იყო ახალი ამბების საღამოს გამოშვებაში (აჭარის ტელევიზიის გადაცემა „დრო"). 

https://www.facebook.com/photo.php?v=201188613402333&set=vb.100005335873635&type=2&theater 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით


კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 914 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0