- ტრენინგზე ვისწავლეთ, თუ როგორ უნდა დავსახოთ სწორად პროექტის მიზანი,
რათა ამ მიზნის მისაღწევად ჩვენს მიერ
გაწეული მუშაობა ცვლილებეზე , ქალთა ცხოვრების გაუმჯობესებაზე იყოს გათვლილი. მიღებული
ცოდნა ჩვენს მიერ ჩატარებული ღონისძიებების მონიტორინგსა და ბენეფიციარებზე გავლენის შეფასებაში დაგვეხმარება,-ასეთია ფონდ „სოხუმის" თანამშრომლებისათვის ბორჯომში
5-7 სექტემბერს ორგანიზებული ტრენინგის-„პროექტის დაგეგმვა, მონიტორინგი და
შეფასება"-მონაწილეთა უმრავლესობის აზრი.
ტრენინგს ატარებდნენ ტრენერ-კონსულტანტები ეკა
დათუაშვილი და ირინა ბრეგვაძე(საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და
განვითარების ცენტრი).
ტრენინგის მონაწილეები სამი დღის განმავლობაში
მუშაობდნენ პროექტის ლოგიკური მატრიცის შემუშავებაზე, მიზანთა ფორმულირებაზე, მიზეზებზე,
ინდიკატორებზე, პროექტის დაგეგმვის, შეფასებისა და ინფორმაციის შეგროვების
მეთოდებზე.
ჯგუფური სავარჯიშოების დროს, ფონდ „სოხუმის"
თანამშრომლებს მიღებული ცოდნის გამოყენებისა და გაღრმავების საშუალება ჰქონდათ.
მოცემული ტრენინგი ძალიან მნიშვნელოვანია ფონდ
„სოხუმის" თანამშრომლებისათვის, ვინაიდან ისინი ყოველდღიურ საქმიანობაში მუდმივად
აწყდებიან ტრენინგზე განხილულ საკითხებს.
|