"რიონის” პირდაპირ ეთერში გასული ტელეგადაცემა არჩევნების გენდერულ ანალიზს ისახავდა მიზნად. გადაცემაზე მოწვეულმა სტუმრებმა- არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, ფონდი "სოხუმის” ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული არჩევნების პროცესში, როგორც კომისიის წევრები, თავმჯდომარეები, დამკვირვებლები - ისაუბრეს იმაზე, რამდენად აქტიურად ჩატარდა არჩევნები, შეიცვალა თუ არა ახალ თვითმმართველ ერთეულში გენდერული სურათი, რამდენად იქონია ამაზე გავლენა ქალი ელექტორატისდამოკიდებულებამ.
გადაცემაზე გულისტკივილით აღინიშნა, რომ საზოგადოებაში არ არის ბოლომდე გაცნობიერებული ადგილობრივი თვითმმართველობის როლი და მნიშვნელობა, ალბათ ამით იყო გამოწვეული დაბალი აქტივობა არჩევნებზე.კრიტიკა გაისმა პოლიტიკური პარტიების მიმართაც იმ კუთხით, რომ ვექტორი და ფოკუსი იყო დედაქალაქზე და რეგიონებში საარჩევნო კამპანია თითქმის არ ჩატარებულა, განსაკუთრებით ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან.
"ისე გამოვიდა, რომ საინფორმაციომუშაობის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ქალი კანდიდატების მხარდაჭერის კუთხით, არასამთავრობოებისმხრიდან ჩატარდა”. - აღნიშნა საიას წარმომადგენელმა.
როგორც გადაცემაზე აღინიშნა, ზოგადი გენდერული სურათი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, თუმცა ზოგიერთ რეგიონში (ონი, თერჯოლა, ხარაგაული, ხობი) სერიოზული წარმატებები იქნა მიღწეული ადგილობრივ ხელისუფლებაშიქალთა მეტი ჩართულობის კუთხით.
გადაცემის ორგანიზატორები მომდევნო გადაცემაზე მაყურებელს თავიანთ რჩეულებთან შეხვედრას შეჰპირდნენ.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)