ოთხშაბათი, 27.11.2024, 19:15
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 30 » შეხვედრები ფსიქოლოგთან ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში
01:34
შეხვედრები ფსიქოლოგთან ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში

ვინაიდან სექტემბერი სკოლასთან და მოსწავლეებთან ასოცირდება, ქალებისაგან წამოვიდა შეკითხვები შვილების აღზრდასთან დაკავშირებით.

ფსიქოლოგის აზრით, მშობელთა ნაწილი თვლის, რომ შვილი მათი საკუთრებაა, ხოლო ფიზიკური დასჯა- აღზრდის ადეკვატური საშუალება. მშობელს რომ შეეძლოს წარმოიდგინოს, თუ როგორ იძაბება ბავშვის შინაგანი ორგანოები ფიზიკური დასჯისას, ამას არასდროს იზამდა. როცა მშობელს არ ყოფნის ძალა, არა აქვს საკმარისი შინაგანი სიახლოვე ბავშვთან, ისადგურებს  „პედაგოგიური უძლურება", რომელიც გადადის ძალადობაში.

 ფსიქოლოგმა ქალებს შეახსენა, რომ დასჯა ერთგვარი გაკვეთილია:„ თუ დასჯა სასტიკია, შეიძლება ბავშვმა შემდეგი დასკვნა გამოიტანოს:„ არ ვუყვარვართ".

მშობლის ვალია, შვილს ასწავლოს და თუ  მოთმინება, გულმოწყალება ბავშვებისადმი მათ ხშირად არ ყოფნით,  საზოგადოებისაგან რას უნდა ველოდოთ?"
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ფოთი, ხურჩა)  ჩატარდა ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრები ფსიქოლოგთან,  რომლებსაც ესწრებოდა   17-დან 55-წლამდე ასაკის 113 ქალი.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 849 | დაამატა: admin | ტეგები: EED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 51
სტუმარი: 51
მომხმარებელი: 0