პარასკევი, 19.04.2024, 01:41
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2012 » მარტი » 21 » შეხვედრები გოგონებთან
17:37
შეხვედრები გოგონებთან

მარტში ჩატარდა სამი შეხვედრა იმერეთში მცხოვრებ გოგონებთან. მათში მონაწილეობდა 44 ახალგაზრდა. განხილული იყო საერთო თემა: „საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტები ქალთა უფლებების შესახებ".

16.03.12. - ხონი. შეხვედრის 12 მონაწილიდან იმ დღეს ოთხი ახალი იყო. მათ მეგობრებისაგან მიიღეს ინფორმაცია შეხვედრების შესახებ და  გაუჩნდათ სურვილი, მათსავით აქტიურები გახდნენ. ეს აზრი გამოხატა ნინო ასლამაზიშვილმა: „ჩვენც გვინდა, ვიყოთ უფრო განათლებულები, საზოგადოებრივად აქტიურები და მეტი ვიცოდეთ ჩვენი უფლებების შესახებ."  

20.03.12 - ქუთაისი. 12 სტუდენტი შეიკრიბა შეხვედრაზე, მათგან შვიდი პირველად იყო.  ერთ-ერთმა მათგანმა, მარიეტა ქობალიამ ბოლოს თქვა: „არ ვიცოდი, ასეთ თემებზე არასამთავრობო ორგანიზაციებში თუ მსჯელობდნენ. ახალგაზრდებისათვის ასეთი ღონისძიებები შემეცნებითი და სასარგებლოა."

21.03.12 - წყალტუბო. შეხვედრაში მონაწილეობდა 14 გოგონა. ცხრა მათგანმა, რომელიც პირველად ესწრებოდა, თანატოლებისგან და ჟურნალ „ქალთა ხმიდან" გაიგო ამ  შეხვედრების შესახებ და ამიტომაც გადაწყვიტა ამ მუშაობაში ჩართვა. 

„არ ვიცოდი, რომ საერთაშორისო სამართალი ასე იცავდა ქალთა უფლებებს," - აღნიშნა ლიკა ბენდელიანმა.

შეხვედრების მონაწილე გოგონებისთვის საინტერესო აღმოჩნდა დასმული საკითხები და პრობლემები. მათ დაურიგდათ საინფორმაციო ფურცლები.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.


კატეგორია: შეხვედრები | ნანახია: 865 | დაამატა: moderatori | ტეგები: EED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0