კვირა, 24.11.2024, 02:57
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » რადიოგადაცემები

23 მარტს რადიო „ძველი ქალაქის" ეთერში მორიგი გადაცემა გავიდა ციკლიდან -„ქალი და პოლიტიკა".

გადაცემაში გაშუქდა ფონდი „სოხუმის" საკანონმდებლო ინიციატივის (600 ლრიანი დახმარება ყველა მშობიარე ქალისათვის) ლობირების კუთხით დაწყებული საქმიანობა. აქტიური საზოგადოებრივი განხილვები ცხადყოფს საკითხის მიმართ მოქალაქეების ცალსახად პოზიტიურ დამოკიდებულებას. „ეს ალბათ ძალიან მინიმალურია, მაგრამ თუ რეალისტები ვიქნებით, ამ ეტაპზე სახელმწიფოს ალბათ მეტს ვერ მოვთხოვთ". „ბევრი შეჭირვებული ოჯახისთვის ეს სტიმული იქნება, რომ კიდევ ერთი შვილი გააჩინოს".

გადაცემაში ადვოკატირების და ლობირების მეთოდოლოგიის გაცნობის კუთხით ფონდი „სოხუმის" მიერ ამომრჩეველ ქალთა კლუბებში ჩატარებულ მუშაობაზე გამახვილდა ყურადღება. 

ინიციატივის ლობირების მიზნით პოლიტიკურ პარტიებთან დაწყებული მუშაობის შედეგები აჩვენებს, რომ ისინი მიესალმებიან ფონდის ინიციატივას და მზად არიან  დაუჭირონ მხარი სხვადასხვა დონეზე.

გადაცემა ამომრჩეველ ქალთა კლუბებისა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობის საკითხსაც შეეხო. რა ინიციატივებს აყენებენ ქალები და როგორ ხდება მათი მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე? ფოთის, ხობის, ოზურგეთის მაგალითებზე ცხადი ხდება  ამ თანამშრომლობის აუცილებლობა და სარგებელი საზოგადოებისათვის. გაჟღერდა ინფორმაცია საგრანტო პროგრამის შესახებ, რომელიც საკრებულოს წევრი ქალების ინიციატივით მიიღო ოზურგეთის საკრებულომ. 

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 1044 | დაამატა: admin | თარიღი: 23.03.2011

 

რადიო „ძველი ქალაქის" ეთერით რადიომონოლოგების მორიგი სერია გავიდა. საკუთარ ისტორიას ის ქალები ყვებიან, რომელთაც თავის დროზე უსიყვარულოდ შექმნეს ოჯახი და ამას დღემდე ნანობენ. მათ ოჯახში ხშირია კონფლიქტი და აყალმაყალი.  

„...მორიგი ჩხუბის შემდეგ სახლში მხოლოდ შვილების გამო ვბრუნდები. თან ვიცი, სხვა შემთხვევაში ხალხიც მე გამამტყუნებს. იმისათვის, რომ შვილებს მამა ჰყავდეთ, ვიტან ამ არანორმალურ ყოფას".

 მეორე მონოლოგიც მსგავს ისტორიას შეიცავს.

„... მშობლებთან გადავწყვიტე დაბრუნება, მაგრამ ნათესავები ჩაერივნენ და დამიშალეს. ორი შვილი მყავს და ვთამაშობ მოწესრიგებული ქალის როლს. არ დავუშვებ, რომ ქალიშვილმა ჩემი ბედი გაიზიაროს, ვეცდები, სიყვარულით შექმნას ოჯახი და ბედნიერი იყოს".

რადიომონოლოგებს ფონდის სოციალური აუდიოკლიპი უქმნის ფონს. მსმენელს კი საკმაო ინფორმაცია რჩება განსჯისთვის.  

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 1197 | დაამატა: admin | თარიღი: 12.02.2011

31 იანვარს რადიო „ძველი ქალაქის" ეთერით ფონდი „სოხუმის" მიერ ორგანიზებული გადაცემა გავიდა.

გადაცემაში გაჟღერდა ინფორმაცია პროექტის ახალ ეტაპზე, რომელშიც გარდა წინა წელს განხორციელებული აქტივობებისა, გაჩნდა ახალი ვექტორები. მათ შორის ქალთა მობილიზაციის გააქტიურება ფონდი „სოხუმის" მიერ დაარსებულ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში; ადგილობრივი ხელისუფლების სტრუქტურებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან მეტი თანამშრომლობა.

ფონდის ექსპერტ-იურისტებმა ისაუბრეს ახალ ცვლილებებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ის ითვალისწინებს ჯარიმას მოძალადისათვის 500-დან 1000 ლარამდე. საუბარი შეეხო კონკრეტულ დახმარებას, რომელიც ექსპერტ იურისტთა ჯგუფის მიერ იქნა გაწეული ბენეფიციარებისათვის.

„მე ვიბრძოლებ ჩემი ხვალინდელი დღისთვის" - ეს სიტყვები ფსიქოლოგის შეხვედრის მონაწილე გოგონას ინტერვიუდანაა. რესპონდენტები ერთხმად აღნიშნავენ ფსიქოლოგიური სამსახურის აუცილებლობას.

გადაცემაში  ფონდის ახალგაზრდული „ფორუმ-თეატრის" რეჟისორი სამომავლო გეგმებზე საუბრობს. იგეგმება მაყურებლის მიერ ინიცირებული სცენარების წარმოდგენა და დისკუსიების ახალი ფორმატის დანერგვა.

ჟურნალისტები - რესპონდენტების როლში - ძალადობის თემისადმი მედიის დამოკიდებულებას ეხებიან და თემისადმი უფრო ფაქიზი, პროფესიონალური დამოკიდებულების დანერგვის აუცილებლობაზე საუბრობენ.    

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 1199 | დაამატა: admin | თარიღი: 31.01.2011

რადიო „ძველი ქალაქის" ეთერში გასული რადიოგადაცემა კამპანიის ბოლოს -ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს დაემთხვა.

გადაცემამ მოგვითხრო ფონდის ინიციატივაზე, რომლის შედეგად ქუთაისში ახალი სკვერის პრეზენტაცია მოხდა. სკვერი კამპანიის დაწყების დღეს, ფონდის მიერ მთელ დასავლეთ საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართული აქციის ფარგლებში გაიხსნა და მას, შესაბამისად,  „25 ნოემბრის სახელობის სკვერი" ეწოდა. გაჟღერდა აქციაზე მოსული ადამიანების სოლიდარობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

ქუთაისში ფონდის ეგიდით გამართული საერთაშორისო ახალგაზრდული ტრენინგის მონაწილეებმა ისაუბრეს დისკუსიებზე საერთოკავსასიურ ფორმატში, რომლებიც  საკითხის გარშემო გაიმართა.

გადაცემა შეეხო ფონდის მიერ ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში ქალთა მხარდაჭერის ცენტრში განხორციელებულ საქმიანობას. რესპონდენტები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს შეკრებები, რადგან სუბარი ამ მეტად სპეციფიკური რეგიონის ქალებისთვის მეტად საჭირბოროტო საკითხებს ეხება.

გადაცემაში გაშუქდა კამპანიის ფარგლებში განხორციელებული  სხვა არაერთი საინტერესო ღონისძიება და მისი რეზონანსი. კარგად გამოჩნდა, რომ საზოგადოება აცნობიერებს ძალადობას, როგორც პრობლემას, ეძებს გზებს მისი დაძლევისათვის. 

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 1134 | დაამატა: admin | თარიღი: 10.12.2010

22 ნოემბერს რადიო „ძველი ქალაქის" ეთერით მორიგი რადიომონოლოგები გავიდა.

 ერთი ისტორია დევნილი ოჯახის პოსტკონფლიქტურ ყოფას, შეცვლილი სოციალური რეალობების შედეგად შერყეულ ოჯახურ ჰარმონიას ეხება...

მეორე ისტორია ძალიან ბევრ ადამიანს დააფიქრებს: „ადამიანი, რომელიც მიყვარდა, მასაც ვუყვარდი, ნარკომანი აღმოჩნდა...

მიყვარს და ხელს ვერ ვკრავ. რადაც არ უნდა დამიჯდეს, ვიბრძოლებ მისი გამოჯანმრთელებისთვის". - თუმცა სიუჟეტის გმირს გაცნობიერებული აქვს საკუთარი მდგომარეობის სირთულე...

გადაცემის დროს გაჟღერდა ინფორმაციები 16-დღიანი კამპანიის, მისი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღების შესახებ.

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 1676 | დაამატა: admin | თარიღი: 25.11.2010

22 ნოემბერს  რადიო „ძველი ქალაქის" ეთერით ფონდი „სოხუმის" გადაცემათა ციკლის - „ქალი და პოლიტიკა" - პირველი სიუჟეტი გავიდა.

რადიოგადაცემაში გაჟღერდა ინფორმაცია პროექტის ახალი ეტაპის შესახებ, რომლის ერთერთი მთავარი მიზანია ქალთა პოლიტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება მომდევნო არჩევნებისათვის, ამომრჩეველ ქალთა კლუბების გაქტიურება და გაფართოება, ქალთა საკითხების გადაწყვეტის ლობირება.

 მსმენელმა მოისმინა ინტერვიუები რუსუდან კერვალიშვილთან, ნინო ციხისთავთან. ეს უკანასკნელი მიიჩნევს, რომ „პრობლემაა, რომ ჩვენ არა გვაქვს ჩამოყალიბებული პოლიტიკური ნება, რომელიც საქართველოში მოღვაწე ქალებს საშუალებას მისცემს, თანაბრად მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში". - ნინო ციხისთავი, კავკასიის ქალთა ქსელის თავმჯდომარე.

ქ-ნი რუსუდან კერვალიშვილი, რომელიც პარალელურად პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეა, დარწმუნებულია, რომ „ქართულ პოლიტიკას  მანდილოსნების სიმრავლე სჭირდება". 

გორის რაიონის სოფელ კარალეთის მკვიდრი ხათუნა ხათაშვილი ბოლო არჩევნებში იყრიდა კენჭს. ის მიიჩნევს, რომ საარჩევნო კოდექსში ბევრი რამაა გადასახედი, თუ გვინდა ქალებისთვის თანაბარი პირობების შექმნა.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 1120 | დაამატა: admin | თარიღი: 22.11.2010

რადიო "ძველი ქალაქის” ეთერით მორიგი რადიომონოლოგი გავიდა. ქალები თავიანთ მორიგ ისტორიებს ყვებიან:

"... ვერ ვიგუე გოგონა მეუღლის პირველი ქორწინებიდან. მეუღლემ ვერ მაპატია და დავშორდით. არ დავუჯერე არც მშობლებს, არც ახლობლებს, რომლებიც მთხოვდნენ, გონს მოვსულვიყავი, საბედისწერო შეცდომა არ დამეშვა.

... ფონდის ფსიქოლოგთან შეხვედრაზე შემთხვევით მოვხვდი. შემდეგ თითქმის ყველა შეხვედრას ვესწრებოდი. ღამღამობით მესიზმრებოდა ისტორიები, რომელთაც ქალები ყვებოდნენ თავიანთ სიყვარულზე. ძალიან ვიტანჯებოდი. მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვი. გადავწყვიტე პირველი ნაბიჯი მე გადამედგა.

...ქმარმა და გერმა სიხარულით მიმიღეს. დღეს ბედნიერი ქალი ვარ”...

 

მონოლოგების მსვლელობისას ფონდის აუდიორგოლები აფრთხილებს ყველას - "ძალადობა ბოროტებაა!”

 

კატეგორია: რადიოგადაცემები | ნანახია: 1141 | დაამატა: admin | თარიღი: 23.10.2010

« 1 2 ... 6 7 8 9 10 »
საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 9
სტუმარი: 9
მომხმარებელი: 0