ქალაქ ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში მაისში 8 ჯგუფური შეხვედრა ჩატარდა ფსიქოლოგთან.
შეხვედრების თემა იყო "სამოქალაქო ქორწინება - ურთიერთმოსიყვარულეთა კავშირი თუ დიდობანას თამაში".
ფსიქოლოგთან შეხვედრების შედეგად (19-დან 63 წლამდე ასაკის) მონაწილე ქალთა უმრავლესობამ დაასკვნა:
"ოჯახი უნდა გვახარებდეს და გვავსებდეს, ჩვენ უნდა ვეძიოთ ნათელი და სასიხარულო, მაშინ ახლობელი ადამიანი ნამდვილი საყრდენი იქნება".
"ოჯახი ორ ადამიანს შორის თავისუფალი კავშირია, ხოლო ოჯახური მოვალეობანი უსათუოდ სურვილით, ინტერესითა და სიყვარულით უნდა სრულდებოდეს".
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.
|