მთავარი »
2011 »
ოქტომბერი »
30 » ფორუმ-თეატრის წრმოდგენები საჯარო სკოლების მოსწავლეთათვის
14:20 ფორუმ-თეატრის წრმოდგენები საჯარო სკოლების მოსწავლეთათვის |
|
ფონდი „სოხუმის" ახალგაზრდულმა თეატრმა, უკვე მეორედ, ქალაქ ქუთაისის ოცდამეათე და ოცდამეთერთმეტე სკოლების თვითმმართველობის მიწვევით თავისი მორიგი წარმოდგენები ჩაატარა.
ფორუმ-თეატრის მსახიობებს აღნიშნულ სკოლებში უფროსკლასელებით გადაჭედილი აუდიტორია ელოდათ. მოსწავლეები ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს ძალადობის ამსახველ სცენებს, წარმოდგენების დასასრულს კი აქტიურად მონაწილეობდნენ განხილვაში.
„ფორუმ-თეატრის ღრმა შინაარსით დატვირთული წარმოდგენები ჩვენი საერთო განვითარების დონეს ამაღლებს, გვასწავლის ძალადობის ფორმებისადმი პროტესტის გამოხატვასა და მის წინააღმდეგ ბრძოლას; გვეხმარება სხვადასხვა ცხოვრებისეული, მათ შორის ძალადობის პრობლემის დაძლევაში,"-აღნიშნეს მოსწავლეებმა. |
|
კატეგორია: ფორუმ-თეატრები |
ნანახია: 827 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |