მთავარი »
2012 »
იანვარი »
27 » ფორუმ-თეატრის სცენები აფხაზეთის მეექვსე საჯარო სკოლაში
15:34 ფორუმ-თეატრის სცენები აფხაზეთის მეექვსე საჯარო სკოლაში |
|
ფონდი „სოხუმის" ფორუმ-თეატრის მსახიობებმა აფხაზეთის ჟიული შარტავას სახელობის მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ექვსი სცენა აჩვენეს. თეატრის რეჟისორი მაგდა ჩიხლაძე ახალგაზრდებს ესაუბრა იმაზე, რომ ფორუმ-თეატრის მიზანია აღმოფხვრას ძალადობა ოჯახსა და საზოგადოებაში.
რეალური სცენების ხილვის შემდეგ ახალგაზრდებს გულღია საუბრის სურვილი გაუჩნდათ. მოზარდთა მავნე ჩვევების შესახებ (ნარკომანია, უსაქმურობა) დისკუსიაში ბიჭებიც ჩაერთნენ. ამავე სკოლის მოწავლეებმა მარიამ კარტოზიამ და ნინო ყურაშვილმა კი იმპროვიზებული სცენები გაითამაშეს.
„მსგავსი ხასიათის შეხვედრები ახალგაზრდებს სწორი არჩევანის გაკეთებაში ეხმარება."-ითქვა შეხვედრაზე. |
|
კატეგორია: ფორუმ-თეატრები |
ნანახია: 785 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |