60-მდე მოსწავლე დაესწრო ფონდი „სოხუმის" ფორუმ-თეატრის წარმოდგენას სენაკის მეშვიდე საჯარო სკოლაში.
მაყურებელთა უმეტესობა ჩაება დისკუსიაში. ძირითადად, გოგონები აქტიურობდნენ. ისინი თავად ასრულებდნენ სხვადასხვა როლს და ეძებდნენ გამოსავალს შექმნილი პრობლემური სიტუაციებიდან.
ნარკომანიის თემაზე შექმნილმა მინისპექტაკლმა ვაჟებიც ააფორიაქა. ისინიც ჩაერთნენ თამაშში და დისკუსიაში.
„ეს ძალიან საინტერესო ხელოვნებაა, რომელიც ნათლად წარმოგვიდგენს თაობის პრობლემას", - აღნიშნა ერთ-ერთმა აქტიურმა მაყურებელმა კახა გიორგობიანმა.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |