მთავარი »
2013 » იანვარი » 30 » ფილმის ჩვენება და დისკუსია თემაზე -ინტეგრაცია
21:02 ფილმის ჩვენება და დისკუსია თემაზე -ინტეგრაცია |
|
- არის თუ არა ინტეგრაციის პრობლემა აქტუალური, რამდენად ადვილია ან რთულია ადაპტაცია ადგილობრივ საზოგადოებასთან, - 30 იანვარს ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში სწორედ ამ საკითხების ირგვლივ გაიმართა დისკუსია.
დისკუსიას წინ უძღოდა ფონდი „სოხუმის" ახალგაზრდების მიერ გადაღებული ფილმის ჩვენება. სცენარის მიხედვით აფხაზეთიდან დევნილ გოგონას შეუყვარდება ადგილობრივი ბიჭი. ამ ქორწინების წინააღმდეგია დედა, მხოლოდ იმიტომ, რომ გოგონა დევნილია.
- გაიმარჯვებს თუ არა სიყვარული, არის თუ არა მსგავსი პრობლემა ჩვენს საზოგადოებაში და როგორ შეიძლება მისი მოგვარება - დისკუსია სწორედ ამ შეკითხვებით დაიწყო.
მონაწილეებმა ერთხმად დააფიქსირეს, რომ ინტეგრაცია ჯერ კიდევ მტკივნეული თემაა. რომელსაც ამყარებს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები. გამოსავალი სწორედ ამ სტერეოტიპების მსხვრევაშია.
პროექტი ხორციელდება ჩეხეთის ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში" მხარდაჭერით. |
|
კატეგორია: ფილმები |
ნანახია: 986 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |