ფონდი „სოხუმი" გასული წლის ბოლოს (ოზურგეთისა და ახალციხის
არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად) ჩაერთო ძალადობისაგან
დაცვის ეროვნული ქსელის პროექტში
„რეაბილიტაცია თავისუფლებისათვის".
ტრენინგი სიახლე იყო ფონდისთვის, რადგან პირველად გვიწევდა
მუშაობა პირობით მსჯავრდებულებთან და რისკის ზონაში მყოფ არასრულწლოვან
ბიჭებთან.
ორივე ტრენინგი
პრობაციის ეროვნულ ბიუროში
ჩატარდა შემდეგ თემებზე: ეფექტური კომუნიკაცია, კონფლიქტი და მისი მოგვარების ალტერნატიული გზები,
ასერტიული ქცევა.
ტრენინგზე აქტიურად მუშაობდა ფსიქოლოგი. მუშაობაში
ჩაერთო ფონდი „სოხუმის" ფორუმ-თეატრიც.
მონაწილეები კმაყოფილები დარჩნენ. მათ სურვილი
გამოთქვეს, კიდევ დაესწრონ ტრენინგებს, სოციალურმა
მუშაკებმა და ოფიცრებმა კი მუშაობის გაგრძელება გადაწყვიტეს ჩვენს ორგანიზაციასთან.
ახალი წლიდან თანამშრომლობა განახლდა.
21 იანვარს ჩატარდა შეხვედრა პრობაციონერ ქალებთან.
გაცნობის შემდეგ მათთან გაიმართა მუშაობა მენტალური ასოციაციური ბარათების მეშვეობით
- თითოეულმა მათგანმა იპოვა თავისი თავი, სხვებს გაუზიარა გადატანილი მძიმე დღეების
შესახებ. სამსაათიანი მუშაობის შემდეგ ისე
დაახლოვდნენ, რომ ერთმანეთს საკონტაქტო ინფორმაციაც გამოართვეს და მომავალი შეხვედრების
სურვილიც გამოთქვეს. |