კვირა, 24.11.2024, 01:47
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » მაისი » 10 » ამომრჩეველ ქალთა კლუბი ოზურგეთი
21:18
ამომრჩეველ ქალთა კლუბი ოზურგეთი

ოზურგეთში ამომრჩეველ ქალთა კლუბი უჩვეულოდ დაიწყო.

სოფელ ლიხაურში, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმში - ქუთაისის, ოზურგეთის, ბათუმის, ფოთის და წყალტუბოს კლუბების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ქალები გაეცნენ დიდი საზოგადო მოღვაწისა და სასიქადულო მამულიშვილის ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებას - მის განვლილ გზას - მის უდიდეს როლს საქართველოს ისტორიაში.

დაათვალიერეს მდიდარი ფოტო და ბეჭდვითი მასალა, თავადაც გადაიღეს რამდენიმე სამახსოვრო საერთო ფოტო.

შეხვედრის მეორე ნაწილში მთავარ თემას „მედიის როლი პრობლემების ადვოკატირებაში" გაზეთ „ალიონის" ჟურნალისტი ნინო ნიკოლაიშვილი გამოეხმაურა. იმ პრობლემაზე ისაუბრა, რომელსაც თავად აწყდება ამა თუ იმ მასალის მომზადებისას - ხშირად, როდესაც აშუქებს საკითხს და რესპონდენტი დუმილს ირჩევს, არ სურს პრესაში გამოჩენა...

კლუბის აქტიურმა წევრმა ქეთევან ქადიეშვილმა იმ პრობლემაზე ისაუბრა, რომლის ადვოკატირებასაც ოზურგეთის ქალთა კლუბი აპირებს: - ჩვენ დავაყენეთ ტრანსპორტის საკითხი, მივმართეთ კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებს, თუმცა, ამაოდ, თითქოს ჯადოსნურ წრეზე ვტრიალებთ...

ადვოკატირების მეტი ეფექტურობისათვის კლუბის წევრებს ჩაუტარდათ ვორკშოპი თემაზე  „ლიდერი და მისი გუნდი".

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1541 | დაამატა: admin | ტეგები: NED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 35
სტუმარი: 35
მომხმარებელი: 0