„უმუშევრობა და მათი გადაჭრის გზები ახალგაზრდების
თვალით" - ლიდერთა სკოლის წყალტუბოს
ჯგუფმა ამ თემაზე მოაწყო მრგვალი მაგიდის
შეხვედრა.
მონაწილეებმა ისაუბრეს პრობლემებზე, რომლებსაც
ახალგაზრდები ამ კუთხით აწყდებიან. აღინიშნა,
რომ უმაღლესი განათლებაც კი ვერ იძლევა სამუშაოს შოვნის გარანტიას, რაც სერიოზულ
პრობლემებს ქმნის - უმუშევრობა პირდაპირ კავშირშია კონფლიქტთან, ძალადობასთან და
სხვა ნეგატიურ ფაქტორებთან.
ითქვა, რომ სამუშაოს ძიებისას ახალგაზრდებმა უკეთ უნდა
შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა. ისაუბრეს პროფესიული გადამზადების
მნიშვნელობაზე. აღინიშნა ონლაინ დასაქმებაზეც, რაც ჩვენთან ჯერ კიდევ ახალია და ამ
სივრცის ათვისება ახალგაზრდებს მნიშვნელოვან პრობლემებს მოუხსნის.
ნაადრევი ქორწინება სერიოზულ პრობლემებს წარმოშობს, - აღინიშნა მრგვალ მაგიდაზე სენაკში.
ფონდი „სოხუმის" ლიდერ გოგონათა სკოლის წევრებმა და შეხვედრის სხვა მონაწილეებმა დააფიქსირეს, რომ ნაადრევი
ქორწინების ნეგატიური შედეგები, ძირითადად, გოგონებზე აისახება: შესაძლოა, ვერ მიიღონ
განათლება, სხვებზე იყვნენ დამოკიდებული ფინანსურად და მორალურად. ეს პრობლემები კი ხშირად
წარმოშობს კონფლიქტურ სიტუაციებს და ხელს უწყობს ოჯახების ნგრევას.
მონაწილეებმა
აღნიშნეს, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ახალგაზრდების ინფორმირებულობას შეუწყობს
ხელს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია
„ქალები ქალებისათვის"
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი) |