ოთხშაბათი, 27.11.2024, 19:06
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » სექტემბერი » 29 » მრგვალი მაგიდა სენაკში
20:29
მრგვალი მაგიდა სენაკში

29 სექტემბერს სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე: "ოჯახში ძალადობისაგან დაცვის სახელმწიფო რეფერალური მექანიზმების პრინციპები და შესაძლებლობები”. შეხვედრას  ადგილობრივი თვითმმართველობის, სოციალური სააგენტოსა და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები, პედაგოგები, მოქმედი ადვოკატები, ახალგაზრდები და დევნილი ქალბატონები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა არჩეული თემის  აქტუალობა. როგორც მრგვალ მაგიდაზე აღინიშნა,  ძალადობის პრობლემის მოგვარება წარმოუდგენელია სახელმწიფოს მიერ პრობლემის გადაჭრის ეფექტური მექანიზმების შექმნის, დანერგვისა და შესაბამისი ინფორმირების   გარეშე.

საზოგადოებისა და პრობლემის მოგვარებით დაკავებული სტრუქტურების თანამშრომლობის,| ინფორმაციის გაცვლის  აუცილებლობა; სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო სექტორის რესურსების მაქსიმალური გამოყენება; კვალიფიციური ტრენინგები პოლიციელთათვის; სამოქალაქო განათლების პროგრამაში რეფერალური მექანიზმების შესახებ ინფორმაციის შეტანა; სოციალური მუშაკების ინსტიტუტის პროპაგანდა - ეს არასრული ჩამონათვალია იმ წინადადებებისა, რომლებიც მრგვალ მაგიდაზე გაჟღერდა.

 

პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით.

კატეგორია: მრგვალი მაგიდები | ნანახია: 935 | დაამატა: admin | ტეგები: EED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 54
სტუმარი: 54
მომხმარებელი: 0