სექტემბერს, ამერიკის საელჩოს პროექტის „იგპ ქალთა ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციის
ხელშეწყობა მათი ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგში ჩართვის გზით"
ფარგლებში ფონდი „სოხუმის" მიერ ორგანიზებული
კიდევ ერთი მრგვალი მაგიდა ჩატარდა, ამჯერად მონაწილეები ხონის მუნიციპალიტეტის შენობაში შეიკრიბნენ.
დევნილი და ადგილობრივი საზოგადოების
წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, საკრებულოსა და გამგეობის წევრებს ფონდი „სოხუმის" მონიტორინგის
ჯგუფის წევრებმა ჩატარებული სამუშაოს ანგარიში წარუდგინეს, რომელშიც
თვითმმართველობის ბიუჯეტის განათლების, სოციალური და ჯანმრთელობის
დაცვის პროგრამებში გენდერული ასპექტები განიხილეს.
მონიტორინგმა აჩვენა, რომ ხონის საზოგადოება
სოციალური აქტიურობით არ გამოირჩევა, რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებს,
მიუხედავად სურვილისა, მოქალაქეებთან კონსტრუქციული
დიალოგის პრაქტიკა ჯერ კიდევ აკლიათ, რისი აუცილებლობაც მონაწილეებმა აღიარეს.
გამოიკვეთა საერთო
მოსაზრება, რომ საქართველოს
ყველა მოქალაქისთვის ერთნაირი სასტარტო
პირობები უფრო სამართლიანი იქნება. მაგალითად, თუ თბილისის მცხოვრებს არ ექნება რაიმე სოციალური
პრივილეგია-ხონის მცხოვრებთან შედარებით
მხოლოდ იმის გამო, რომ თბილისის ბიუჯეტი უფრო მეტია, ვიდრე ხონისა.
გამოიხატა პოზიცია, რომ სოციალური სტრატეგია
უნდა მოდიოდს ზევიდან. უნდა იყოს პოლიტიკური ნება. თუმცა იქვე დასახელდა საკითხები, რომლებიც ნებისმიერი
მწირი ბიუჯეტის შემთხვევაშიც კი საჭიროებს უცილობელ გადაწყვეტას,
მაგალითად-წყლის პრობლემა, რომლის გადაჭრას, მიუხედავად საკითხის
პერმანენტული ადვოკატირებისა, ამომრჩეველ ქალთა კლუბის
წევრები ბოლომდე ვერ ახერხებენ.
რაც შეეხება ფონდი „სოხუმის"
მიერ ინიცირებული თანამშრომლობის პრაქტიკას, დადებითად შეფასდა.
|