მთავარი »
2010 » ნოემბერი » 25 » მრგვალი მაგიდა კამპანიის ფარგლებში
22:11 მრგვალი მაგიდა კამპანიის ფარგლებში |
|
„ქალი და სტერეოტიპები"- ასეთი იყო მრგვალი მაგიდის თემა, რომელიც ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა. შეხვედრას ფონდი „სოხუმის" ლიდერ გოგონათა სკოლის წევრები ნელი უნგიაძე და რუსიკო ჯგუბურია უძღვებოდნენ.
შეხვედრის დასაწძისში მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია კამპანიის შესახებ.
„ახალგაზრდების დამოკიდებულება ქალის სოციალური როლისადმი"- ამ პრობლემის განხილვას აქტიური დისკუსია მოჰყვა.
„ქალის საქმიანობა არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ოჯახით, ის აქტიურად უნდა იყოს ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში",- ასეთი იყო მრგვალი მაგიდის მონაწილეთა საერთო მოსაზრება.
შეხვედრის მონაწილეებს ფონდი „სოხუმის" მიერ მომზადებული, კამპანიის ამსახველი პოსტერები, კალენდრები, ბლოკნოტები დაურიგდათ.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |
|
კატეგორია: მრგვალი მაგიდები |
ნანახია: 1012 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |