მთავარი »
2013 » დეკემბერი » 24 » მემორანდუმი ფონდ „სოხუმსა“ და სენაკის საკრებულოს შორის
01:01 მემორანდუმი ფონდ „სოხუმსა“ და სენაკის საკრებულოს შორის |
| ფონდი
„სოხუმის" თავმჯდომარემ და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ
ხელი მოაწერეს მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ, რაც განსაზღვრავს მხარეების მიერ
ადგილობრივ გენდერულ პოლიტიკაში თანამშრომლობის პერსპექტივებსა და მოვალეობებს.
მემორანდუმს
ხელი მოეწერა იმ პროექტის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ახალი ინსტიტუციონალური
მექანიზმის - გენდერული საკონსულტაციო საბჭოების შექმნას.
როგორც
შეხვედრაზე აღინიშნა, მემორანდუმის ხელმოწერით საფუძველი ჩაეყარა ნაყოფიერ თანამშრომლობასა
და გენდერული თანასწორობის მიღწევას.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
|
|
კატეგორია: შეხვედრები |
ნანახია: 718 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 0.0/0 |