ჟურნალმა „ქალთა ხმა პოლიტიკაში" გამოცემის კიდევ ერთი ციკლი დაასრულა. საპროექტო წელიწადის დამთავრებასთან ერთად ჟურნალის ბოლო, მეოთხე ნომერიც გამოვიდა. სწორედ ამიტომ ჟურნალის რედკოლეგია ცდილობს, შეაჯამოს განვლილი მუშაობა, დაანახოს მკითხველს ამომრჩეველ ქალთა ლიგის მუშაობის თავისებურებები, შედეგები და ცვლილებები, რომლებიც ერთწლიანმა საქმიანობამ მოუტანა დასავლეთ საქართველოს ქალაქებში მცხოვრებ ქალებს.
ბოლო გვერდზე დაბეჭდილ ქალთა ჩანაწერებში კარგად ჩანს ჟურნალის მისიაც და ფონდის საქმიანობის შედეგიანობაც:
მარინე ჩოხელი: კლუბთან თანამშრომლობა იმედით გვავსებს, საქმის კეთების სტიმულს გვაძლევს. მე ხელს შევუწყობ იმას, რომ ზუგდიდის რაიონის მრავალშვილიანმა ოჯახებმა სტაბილურად მიიღონ ფინანსური დახმარება.
ნატო ლომაია: ძალიან მომწონს ჟურნალი „ქალთა ხმა პოლიტიკაში", რომელიც ჩვენთან, ხობის კლუბში მოაქვთ. ჩანს, რომ ითვალისწინებენ ჩვენს წინადადებებსა და შენიშვნებს.
ქეთევან ქადიეშვილი: ჩვენთან, ოზურგეთშიც, ძალიან მტკივნეულია ტრანსპორტის მოძრაობის საკითხი. სტუდენტებისათვის ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის თაობაზე პასუხს სექტემბრიდან ველოდებით. ეს ჩვენი ადვოკატირების ჯგუფის მუშაობის შედეგია.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |