|
ზუგდიდში, ხურჩას ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ფონდი „სოხუმის" ფსიქოლოგის შეხვედრა მოეწყო დევნილ ქალებთან. მონაწილეებმა პირველად მოისმინეს ინფორმაცია ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის შესახებ. ისაუბრეს ძალადობის ფორმებზე. მონაწილეთა აზრით ისინი კონფლიქტისპირა სოფელში ცხოვრობენ და მუდმივად არიან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლნი, რადგან საფრთხის ქვეშ უწევთ ცხოვრება.
პარალელურად იმავე ცენტრში ფონდი „სოხუმის" იურისტმაც გამართა კონსულტაციები დევნილ ქალებთან. მონაწილეებს დაურიგდათ კამპანიის ამსახველი პოსტერები, კალენდრები, საინფორმაციო ფურცლები. მიეწოდათ ინფორმაციები 16-დღიან კამპანიაზე.
შეხვედრის მეორე ნაწილში იურისტმა მონაწილეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. |
|
|
fondi soxumis mier oqtombერSi moewyo Sexvedrebi quTaisis, xonis, wyaltubos, senakis, xurCis, foTis municipalitetebSi arsebul qalTa mxardaWeris centrebSi. SexvedrebSi monawileobdnen devnili ქალები, skolis moswavleebi da studentebi.
iuristis mier gacemul iqna konsultaciebi sxvadasxva samarTlebriv sakiTxebze. kerZod Sexvedraze saubari iyo samoqalaqo reestris saagentos saqmianobaze, im siaxleebze romelic ეხება samoqalaqo aqtebis _ dabadebis mowmobebis, qorwineba-ganqorwinebis, gardacvalebis, pasportis gacemis sakiTxს. moqalaqeebis TxovniT momzadda uZravi qonebis ijaris xelSekrulebis ganacxadis proeqti. Aaseve gacemul iqna konsultaciebi patimarTa Sewyalebis sakiTxebTan dakavSirebiT.
Sexvedrebze gansakuTrebuli yuradReba daeTmo iZulebiT gadaadgilebul pirTa _ devnilTa mimarT saxelmwifo strategiidan gamomdinare saxelmZRvanelo principebs, romelTa mixedviTac xorcieldeba devnilTa grZelvadiani sacxovrebliT uzrunvelyofis procesi. პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |
|
|
ფსიქოლოგის კონსულტაციები მთელი თვის განმავლობაში ტარდებოდა ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში სენაკში, ხონში, წყალტუბოში, ფოთში, ქუთაისში, ხურჩაში.
ქალებს ძირითადად აწუხებთ ის, რომ დილიდან საღამომდე საოჯახო საქმეები არ ელევათ და საკუთარი თავისთვის ვერასოდეს იცლიან. ფსიქოლოგი ურჩევს მათ, რომ შეიქმნან განწყობა. გაილამაზონ ყოველდღიურობა, რადგან მათი სულიერი მდგომარეობა ბერად არის დამოკიდებული ოჯახის საერთო განწყობაზე. რაც უფრო ნაკლები იქნება კონფლიქტური სიტუაციები, მით უფრო ადვილი გახდება პრობლემების მოგვარება.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |
|
|
ფონდი „სოხუმის" მიერ სექტემბრის თვეში მოეწყო ექვსი შეხვედრა ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, ხურჩას, ფოთის და სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. შეხვედრებში მონაწილეობას იღებდა დევნილი მოსახლეობა, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები.
იურისტის მიერ გაცემულ იქნა კონსულტაციები სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე. კერძოდ, დამსწრეთა ძირითადი ინტერესი გამოიწვია მემკვიდრეობის მიღების, სამკვიდროს მიღების, ვადის აღდგენის, ანდერძის შედგენის, ნაჩუქრობის ხელშეკრულების გაფორმების, საჯარო რეესტრში უძრავი ქონების რეგისტრაციის, განქორწინების, არასრულწლოვანი ბავშვებისათვის ალიმენტის დანიშვნის, პირისათვის მეურვეობის დაწესების, ოჯახური ძალადობის, პენსიისა და ხელფასის ერთად მიღების, პენსიის დანიშვნის, სოციალური სუბსიდიების სააგენტოს საქმიანობის, პასპორტის გაცემის, დაბადების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისა და დაბადების მოწმობის გაცემის საკითხებმა.
შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ - სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე სახელმძღვანელო პრინციპებს, რომელთა მიხედვითაც ხორციელდება დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესი.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |
|
|
აგვისტოში ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში მოეწყო იურიდიული კონსულტაციები.
მიმდინარე თვეში განხილული იყო ისეთი საკითხები როგორიცაა: განქორწინება, მასწავლებელთა უფლებები, საქორწინო ხელშეკრულება, სესხის ხელშეკრულება, მეურვეობა, მემკვიდრეობა და ანდერძი, ეს ის საკითხებია, რომელთა მიმართაც განსაკუთრებული დაინტერესება გამოიჩინეს დევნილმა ქალებმა იურისტთან შეხვედრის დროს.
შეხვედრებზე ასევე ძირითადი ყურადღება დაეთმო იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესში დევნილთა უფლებებს.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |
|
|
ქუთაისის სხვადასხვა კოლექტიურ ცენტრებში რვა ჯგუფური და ხუთი ინდივიდუალური შეხვედრა ჩატარდა აფხაზეთიდან იგპ ქალებთან.
ქალები ხშირად უჩივიან ცუდ განწყობას. ფსიქოლოგი მათ რჩევას აძლევს, შეძლონ თავისი ემოციების მართვა: „თქვენ დილიდან სული აფორიაქებული გაქვთ, განწყობა ნულია. გაბრაზებული ხართ ყველაზე, უცებ ატირდა ბავშვი, აგყავთ ის ხელში, რათა დააწყნაროთ. თქვენ იცვლებით. უნდა დააწყნაროთ ბავშვი. თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება, არ არის საჭირო საკუთარი თავის მოტყუება. საკუთარ ემოციებს თქვენ თვითონ აღძრავთ".
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |
|
| როგორ ხდება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მონაცემთა ბაზაში
რეგისტრაცია, ვინ მიიჩნევა მარტოხელა დედად და რა სახის დახმარებები არსებობს
სახელმწიფოს მხრიდან. განქორწინება, სასამართლოსადმი მიმართვის წესები და პირობები
- ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრა ფონდი „სოხუმის" იურისტმა ქუთაისის, ხონისა და
წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
შეხვედრების მონაწილეებმა იურისტისგან კონსულტაციები მიიღეს აგრეთვე ისეთ
საკითხებზე, როგორიცაა საცხოვრებელი
სახლების საკუთრებაში გადაცემის პირობები(დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან
გამომდინარე), აღნიშნული პროგრამის სხვადასხვა ეტაპების გაცნობა და დევნილთა
უფლებების გარკვევა.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |
| « 1 2 ... 13 14 15 16 17 » |