ოთხშაბათი, 27.11.2024, 19:01
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2014 » იანვარი » 22 » კონფლიქტების მართვა შეამცირებს ძალადობის რისკს - ვორკშოპი ქალებთან
21:56
კონფლიქტების მართვა შეამცირებს ძალადობის რისკს - ვორკშოპი ქალებთან

წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარებული ვორკშოპი პიროვნული კონფლიქტების გარჩევით დაიწყო. შეხვედრის დასაწყისში ჩატარებულმა მოკლე ფსიქოლოგიურმა ტესტმა აჩვენა, რომ პიროვნული კონფლიქტები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ კონფლიქტის დინამიკაზე.

- ყველა ადამიანი განსხვავებულია, აქედან გამომდინარე, კონფლიქტურ სიტუაციებში სხვადასხვანაირად ვიქცევით. პიროვნული კონფლიქტების გარჩევა დაგვეხმარება სწორი სტრატეგია ავირჩიოთ და შევძლოთ კონფლიქების მართვა, - აღნიშნეს ვორკშოპის მონაწილეებმა.

დასასრულს, რეკომენდაციები შემუშავდა. ქალების აზრით, მსგავსი ტიპის შეხვედრები რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა გაიაროს, რადგან, თუ ოჯახურ კონფლიქტებს არ მივცემთ განვითარების საშუალებას, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ძალადობის რისკს ცალკეულ ოჯახში.

 

ანალოგიური მოსაზრებები გამოთქვეს მონაწილეებმა სენაკსა და ხონში ჩატარებულ ვორკშოპებზე. საერთო მოსაზრებით, კონფლიქტების მართვა ოჯახური ძალადობის პრევენციაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. 

 

პროექტი  ხორციელდება  ორგანიზაცია  Brot für  die WeltEvangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კატეგორია: ვორკშოპები | ნანახია: 852 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 64
სტუმარი: 64
მომხმარებელი: 0