ოთხშაბათი, 27.11.2024, 17:27
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » ივნისი » 28 » კონფერენცია დევნილთა საკითხებზე თბილისში
23:12
კონფერენცია დევნილთა საკითხებზე თბილისში

თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში " სამდღიანი კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით „იგპ-თა მიმართ სამოქმედო გეგმის ახალი მიმართულებები". ღონისძიება მიზნად ისახავდა იგპ-თა მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განახლებას და ამ ინფორმაციის დევნილებისთვის მიწოდებას.

ღონისძიება გაიმართა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ლტოლვილთა დანიის საბჭოს, ევროკავშირის  მხარდაჭერით. 

კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა სამუშაო შეხვედრები, საჯარო პრეზენტაციები, იგპ-თა  წარმომადგენლებისა და დარგობრივ სამინისტროებს შორის საინფორმაციო შეხვედრები.

 კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა ფონდი „სოხუმის" წარმომადგენლები მერი გელაშვილი, ლარისა შენგელია, აგრეთვე იმერეთის რეგიონის სხვადასხვა კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ დევნილთა წარმომადგენლები.

 ამავე დღეს ჩატარდა ცენტრალური ქსელური შეხვედრა ევროკომისიის, SIDA-ს, DRC -ის მიერ პარტნიორულ ორგანიზაციებთან ერთად განხორციელებული პროექტის ფარგლებში.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა. დევნილებს სამეგრელოდან, იმერეთიდან, შიდა ქართლიდან, ქვემო ქართლიდან, თბილისიდან საშუალება მიეცათ კომპეტენტური პირებისგან მიეღოთ პასუხები მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე. 

კატეგორია: კონფერენციები | ნანახია: 1156 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0