| ორი თვეა, ყოველ ხუთშაბათს,
4 საათზე, 10–15 ადამიანი იკრიბება ფონდ „სოხუმში". ეს შერეული ჯგუფია - 12–დან 22
წლამდე, გოგონებიც და ბიჭებიც. ისინი ჩუმად შედიან ოთახის კარებში, ერთი საათი
რჩებიან იქ და ისევე ჩუმად მიდიან, როგორც მოვიდნენ.
ფონდში მათი ვიზიტები შეუმჩნეველი დარჩებოდა, რომ არა მათი სიცილი, რომელიც ზოგჯერ სხვა ოთახებშიც
გადის.
ვინ არიან და რას
გეგმავენ? ისინი ინგლისურ ენას სწავლობენ ფონდ „სოხუმის" ინგლისურის კლუბში გერმანიიდან ჩამოსულ მოხალისე ელენ შროედერთან
ერთად.
სალაპარაკო ინგლისურის კლუბი, სწორედ ასეა! მათ უკვე
იციან ზოგი რამ ინგლისურ ენაზე, ამიტომ იკრიბებიან, რომ ითამაშონ, ფილმებს უყურონ,
ინტერვიუები ჩაატარონ და სხვადასხვა თემაზე იმსჯელონ. თემები საკმაოდ
მრავალფეროვანია - კვების პროდუქტები თუ ტრადიციები, მუშაობა, ბავშვთა საჭიროებები
თუ ეროვნული დღესასწაულები. ასე ეცნობიან სხვადასხვა კულტურას. და თანაც მხიარულად
ატარებენ დროს.
კლუბი კიდევ ერთ თვეს გაგრძელდება და ვნახოთ, რა
იქნება შემდგომ. შეიძლება ახალი წრე დავარტყათ - შემოგვიერთდით! |