წყალტუბოში გამართული დებატების თემა იყო: "ნაადრევი ქორწინება - სოციალური პასუხისმგებლობა თუ გაუცნობიერებელი ნაბიჯი”. თემის შერჩევა მოხდა იქ გამართულ შეხვედრებზე წამოჭრილი საკითხების შედეგად.
შეხვედრას ესწრებოდნენ პედაგოგები, უფროსკლასელები, სამედიცინო სპექტრის და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები. დებატების დასაწყისში ფასილიტატორმა და მოწვეულმა ექსპერტებმა შეკრებილთ მიაწოდეს ინფორმაცია თემის შესახებ. დამსწრე საზოგადოება მალევე ჩაერთო დებატებში და ძალიან საინტერესო დისკუსიები გაიმართა.
ნათლად გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო, თავის მხრივ, ქორწინებას აძლევს ღრმა დატვირთვას, განსაზღვრავს საქორწინო ასაკს.
დებატების მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ნაადრევი ქორწინება არ არის სასურველი, როგორც სახელმწიფოსათვის, ასევე არასრულწლოვნებისათვის, რადგან ეს მათი მხრიდან გაუცნობიერებელი ნაბიჯია, რასაც ხშირად სავალალო შედეგი მოჰყვება.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |