ოთხშაბათი, 27.11.2024, 19:18
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2013 » ივლისი » 26 » დებატ-კლუბები აქტუალური თემებით
22:12
დებატ-კლუბები აქტუალური თემებით

„ოჯახური კონფლიქტები - მსხვერპლი, მოძალადე, საზოგადოების დამოკიდებულება". ამ თემაზე გაიმართა დებატები ახალგაზრული ცენტრების დებატ-კლუბებზე. მასში 130-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.

დებატებმა აჩვენა საკითხის აქტუალობა.

ახალგაზრდებს ერთგვაროვანი დამოკიდებულება ჰქონდათ იმასთან დაკავშირებით, რომ  ოჯახური კონფლიქტები პირდაპირ კავშირშია ძალადობასთან. მათ რეკომენდაციებში გამოჩნდა მოსაზრება, რომ აუცილებელია ადამიანებმა ისწავლონ კონფლიქტების მართვა კომუნიკაციით, სწორი ურთიერთობით.

აზრთა სხვადასხვაობა შეიქმნა იმ საკითხთან დაკავშირებით - ვინ უნდა მოაგვაროს ოჯახური კონფლიქტები? - ოჯახის წევრებმა, მეზობელმა, მეგობარმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სახელმწიფომ თუ სხვა სტრუქტურებმა. უმრავლესობა მიიჩნევს, თუ ოჯახურ კონფლიქტს უკვე ძალადობის ფორმა აქვს, აუცილებელია დროული ჩარევა როგორც პიროვნებების, ასევე სხვადასხვა სტრუქტურის მხრიდან, რათა შედეგი ტრაგიკული არ შეიქნას.

განსხვავებული იყო ხონის ახალგაზრდული ცენტრის მიერ ორგანიზებული დებატები. აქტივისტებმა ადგილობრივი საკრებულოს მხარდაჭერით მოაწყვეს გასვლითი შეხვედრა მარტვილის სამონასტრო კომპლექსში და განსახილველ თემად აირჩიეს „ახალგაზრდობა და კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა". საკუთარ მოვალეობად ჩათვალეს უფრო აქტიური ჩართვა იმ საკითხების განხილვაში, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვას შეეხება. 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის"

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

კატეგორია: საზოგადოებრივი დებატები | ნანახია: 773 | დაამატა: admin | ტეგები: KTK | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ივლისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 40
სტუმარი: 40
მომხმარებელი: 0