კლუბის შეხვედრაზე წლის განმავლობაში ჩატარებული საქმიანობის მიმოხილვა გაკეთდა - შეფასდა ჩატარებული ვორკ-შოპების, გასვლითი შეხვედრებისა თუ სხვა ღონისძიებების მნიშვნელობა და გავლენა ქალთა ცხოვრებაზე.
აღინიშნა, რომ პროექტმა ხელი შეუწყო ქალთა საზოგადოებაში არსებული პრობლემების გამოკვეთას და წამოწევას ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედიის დონეზე.
კლუბის შემაჯამებელ შეხვედრაზე ადვოკატირების ხუთკაციანმა ჯგუფმაწერილით მიმართა ქალაქის საკრებულოს, რომელსაც კლუბის ყველა წევრიხელს აწერს. წერილის მიხედვით, სამშვილიანი დედა ჩაითვალოს მრავალშვილიანად და მათთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაწესდეს ყოველთვიური შემწეობა.წერილი ზუგდიდის საკრებულოს წევრს ქალბატონ დალილა ჩიქავას გადაეცა. ქალბატონი დალილა ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრიცაა. კლუბის წევრები იმედოვნებენ, რომქალბატონ დალილას მხარდაჭერით საკითხი დადებითად გადაწყდება.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)