ოთხშაბათი, 27.11.2024, 18:15
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2010 » ნოემბერი » 18 » ამომრჩეველ ქალთა კლუბი წყალტუბოში
21:17
ამომრჩეველ ქალთა კლუბი წყალტუბოში

საინტერესო ვითარებაში ჩაიარა ამომრჩეველ ქალთა კლუბმა წყალტუბოში. შეხვედრას ესწრებოდა კვინას კოორდინატორი საქართველოში მარი ვირდე (შვედეთიდან).

კლუბის წევრებმა წყალტუბოში არსებულ აქტუალურ პრობემებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ აუცილებელია ამ საკითხების ლობირება ადგილობრივ დონეზე. 

კლუბის ერთ-ერთმა წევრმა მაია შალამბერიძემ, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს იყრიდა, იმ ბარიერებზე ისაუბრა, რომელიც ხელს უშლის ქალს მოვიდეს გადაწყვეტილების  მიღების დონეზე და პოლიტიკაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს.

შეხვედრის მეორე ნაწილში სიტყვა შვედ სტუმარს გადაეცა:

- ბევრი მსმენია საქართველოზე, როგორც განვითარებად ქვეყანაზე, მოხარული ვარ,რომ მომეცა საშუალება უფრო ახლოს გავეცნო თქვენს პრობლემებს. პოლიტიკაში მუშაობის საკმაო გამოცდილება მაქვს, რასაც სიამოვნებით გაგიზიარებთ. ჩვენს ქვეყანაში გენდერული თვალსაზრისით კარგი მდგომარეობაა, რა თქმა უნდა ამ შედეგების მოსაპოვებლად უდიდესი შრომაა საჭირო. თქვენთან უკვე დაწყებულია ამ მიმართულებით მუშაობა. მთავარია იყოს სურვილი და შედეგიც მალე გამოჩნდება.

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1040 | დაამატა: admin | ტეგები: NED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 36
სტუმარი: 36
მომხმარებელი: 0