ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრა წყალტუბოში სასიამოვნო ამბით დაიწყო - წყალტუბოს საკრებულოში ერთი ქალი იქნა არჩეული. ხათუნა წერეთელი, სოფ. მექვენას მაჟორიტარი კანდიდატი "თორთლაძე - დემოკრატიული პარტიიდან”.
კლუბის წევრები ადგილობრივ დონეზე ხელისუფლებაში გენდერული თვალსაზრისით მნიშვნელოვან ცვლილებას არ ელოდებოდნენ და ამის უმთავრეს მიზეზად დაასახელეს პარტიების მხრიდან სიებში ქალთა ნაკლები ჩართულობა.
არჩევნების შეფასებისას აღინიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში ქალთა აქტიურობა, როგორც ყოველთვის, მაღალი იყო. კლუბის თითქმის ყველა წევრი უშუალოდ მონაწილეობდა საარჩევნო პროცესებშისაუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებად, მდივნებად ან კომისიის წევრებად.
კლუბის წევრებმა სურვილი გამოთქვეს,ითანამშრომლონ წყალტუბოს საკრებულოს წევრ ერთადერთ ქალბატონთან. დაიგეგმა მისი მოწვევა კლუბის მომდევნო შეხვედრაზე.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)