კვირა, 24.11.2024, 00:33
მოგესალმები სტუმარი

...

მთავარი » 2011 » იანვარი » 21 » ამომრჩეველ ქალთა კლუბი ფოთში
22:01
ამომრჩეველ ქალთა კლუბი ფოთში

ამომრჩეველ ქალთა კლუბზე ფონდი „სოხუმის" საკანონმდებლო ინიციატივის - 600 ლარიანი დახმარება მშობიარე ქალებს განხილვა მოეწყო .

მონაწილეები მხარს უჭერენ ამ მნიშვნელოვან წამოწყებას და საჭიროების შემთხვევაში მზად არიან ხელმოწერებიც შეაგროვონ ადგილობრივ მოსახლეობაში!

შეხვედრას ფოთის საკრებულოს წევრი ქალბატონი დარეჯან ცხვიტარიაც დაესწრო - მან თვითმმართველი ქალაქ ფოთის სოციალურ პაკეტზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში გაწერილია ფულადი დახმარებები მრავალშვილიან დედებზე. არსებობს უფასო სამედიცინო მომსახურება სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის.

ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებსაც შეეხნენ: - დასაქმება ნომერ პირველი პრობლემაა- აღინიშნა შეხვედრაზე, მწვავედ დაისვა გაშვილების პრობლემაც. კლუბის წევრებმა  ასეთი კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანეს: 46 წლის ქალს, რომლიც 20 წლის განმავლობაში იყო უშვილო, უცნობმა პირებმა სახლის ეზოში ახალშობილი დაუსვა. სახელმწიფომ ოჯახს ბავშვი ჩამოართვა და საგარეჯოს ბავშვთა სახლში გადაიყვანა.

მონაწილეები მიიჩნევენ, რომ კანონი გაშვილების შესახებ გადახედვას მოითხოვს. თანაც დროულად. უმჯობესია ბავშვი თბილ ოჯახურ გარემოში იზრდებოდეს, ვიდრე ბავშვთა სახლში სადაც მშობლიურ ყურადღებას მოკლებულია!

 

პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)

კატეგორია: კლუბები | ნანახია: 1170 | დაამატა: admin | ტეგები: NED | რეიტინგი: 0.0/0

საბჭოები
ფილმი
სოციალური კლიპი
შემოგვიერთდით
ცენტრები
2009 წლის არქივი
ალიანსი
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეგვაფასეთ
სულ პასუხი: 131
ჩვენი დონორები
ჩვენი პარტნიორები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 61
სტუმარი: 61
მომხმარებელი: 0