კლუბზე ერთწლიანი მუშაობა შეჯამდა. აღინიშნა, რომ პროექტის მიმდინარეობისას კლუბის წევრები გაეცნენ გუნდური მუშაობის პრინციპებსა და უნარ-ჩვევებს, ადვოკატირებისა და ლობირების მეთოდებს, რაც პრობლემების გადაჭრაში დაეხმარათ.
- გავეცანით დასავლეთ საქართველოს ქალაქებში ( ქუთაისი, წყალტუბო, ფოთი) მოქმედი კლუბების საქმიანობას, იქ მცხოვრებ ქალთა პრობლემებს. შევიძინეთ თანამოაზრეები,- თქვა კლუბის წევრმა ციცი კუპრაძემ.
კლუბის წევრებმა შეადგინეს პროექტი ქალთა საკვირაო სკოლის გახსნაზე და ოზურგეთის საკრებულოში წარადგინეს. მართალია პროექტი არ დაფინანსდა, მაგრამ საკრებულომ დარბაზი გამოუყო, რომელსაც ღონისძიებებისთვთის იყენებენ.
ადვოკატირების ჯგუფის წევრმა ქეთევან ქადიეშვილმა აღნიშნა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობასა და ამომრჩეველ ქალთა კლუბს შორის თანამშრომლობის ხარისხი გაიზარდა, რამაც დასმული პრობლემების ეფექტურად გადაჭრას ხელი შეუწყო.
ბოლოს, ჯგუფებში კლუბის მომავალი მუშაობის მოკლე მონახაზი გაკეთდა-გასვლითი შეხვედრები რეგიონებში, შეხვედრები პარლამენტარებთან და ბიზნესმენებთან, ქალთა სალონური შეკრებები, გენდერულ თემატიკაზე საინფორმაციო გვერდის შექმნა.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |