- 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით ოზურგეთის საკრებულოში სამი ქალი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის ერთ-ერთი ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის ძველი და აქტიური წევრი ირინა საჯაიაა - ამ სასიხარულო ინფორმაციით დაიწყო კლუბის შეხვედრა ოზურგეთში.
აღინიშნა, რომ ირინა საჯაია საკრებულოში მუშაობის პერიოდში გამოირჩეოდა ინიციატივებითა და აქტიურობით. სასიხარულოა, რომ მას კიდევ ერთხელ მიეცა შანსი გააგრძელოს წინა წლებში დაწყებული მუშაობა. კლუბის წევრები მისგანსიახლეებს ელოდებიან სხვადასხვა სფეროებში.
კლუბის შეხვედრაზე მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაანალიზეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები.მიიჩნევენ, რომ საზოგადოება გენდერული თვალსაზრისით უფრო აქტიური გახდა, რაც მათი აზრით, წინასაარჩევნოდ გაწეული აქტიური მუშაობის შედეგია.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)