შეხვედრას ესწრებოდნენ გაზეთ P.S. - ის, „ახალი გაზეთის", ტელეკომპანია „რიონის"
ჟურნალისტები. თემამ - მედიის როლი
ადვოკატირებაში - მონაწილეთა შორის ცხარე დისკუსია გამოიწვია.
აღინიშნა, რომ პრობლემების ადვოკატირებაში მედია უფრო
აქტიურად უნდა იყოს ჩართული.
ისიც ითქვა, რომ ცენტრალური ტელევიზიები აკმაყოფილებენ
არა საზოგადოების, არამედ დამკვეთის მოთხოვნებს.
ადვოკატირების ხუთკაციანმა ჯგუფმა მონაწილეებს
მუშაობის შედეგები გააცნო- ტრანსპორტთან
დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად მათსხვადასხვა სამსახურს მიმართეს - ქალბატონები იმედოვნებენ, რომ პრობლემა
აუცილებლად გადაიჭრება და ქუთაისის მოსახლეობა ღამის საათებშიც შეძლებს
საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას.
დღის ბოლოს ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებს
ჩაუტარდათ ვორკ-შოპი თემაზე - ლიდერი და მისი გუნდი - გაეცნენ ლიდერის ტიპებს, გუნდური
მუშაობის პრინციპებს.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის
ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED)